! ორი დღეა ხელის თითებს შორის გამიჩქნა ნახეთქებივი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

18-03-2012

-გამარჯობათ! ორი დღეა ხელის თითებს შორის გამიჩქნა ნახეთქებივით მექელცლება კანი მაგ მიდამოში რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძალიან გაუხეშებული მაქვს გთხოვთ მიპასუხეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-ხელის თითებზე ნახეთქების გაჩენას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ხელით ხშირი რეცხვა, აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტი (საღებავი, სარეცხი საშუალებები და სხვა), ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა (მკვეთრი აციება), ტენიანობის მკვეთრი შეცვლა (წვიმიანი ამინდების მკვეთი შეცვლა გვალვით). ნახეთქების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ეკზემა, სოკოვანი დაავადება ან ჰიპოვიტამინოზი, რომელიც ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობითაა განპირობებული.
მიზეზების დადგენის და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით, გირჩევთ დერმატოლოგთან ვიზიტს.
გირჩვეთ რეცხვის დროს გამოიყენოთ სპეციალური ხელთათმანები, ხელის დასაბანად გამოიყენეთ არა ჩვეულებრივი ონკანის წყალი, არამედ ”ჭრილობის შემახორცებელი” ნახარშები (მრავალძარღვას, ჭინჭრის), ან 1:1 წყლისა და რძის ნარევი.
ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად გამოიყენეთ საპნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ. ღამე წაისვით ხელებზე დამატენიანებელი კრემი, მალამოებიდან გამოიყენეთ მეთილურაცილისა და A ვიტამინის 1:1 ნაზავი (თითო თითო ტუბიკი მეთილურაცილი და A ვიტამინი აურიეთ ერთმანეთში), დიპროსალიკი.
დალეთ აევიტი, კვების რაციონი გაამდიდრეთ გოგრით, თევზით, სტაფილოთი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად