კალენდარის მიხედვით თავი როგორ უნდა დავიცვა? | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

05-03-2012

-კალენდარის მიხედვით თავი როგორ უნდა დავიცვა?

პასუხი
-დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის დადგენა ყველაზე ზუსტად ექოსკოპიური კვლევით ან სოვულაციო ტესტის არის შესაძლებელი. ოვულაცია საკვერცხიდან კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადმოსვლის პროცესია. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი). თუმცა ოვულაციის ზუსტი დღის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ეს თარიღი. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენ არ ვიცით თქვენ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ, ანუ რამდენ დღეში ერთხელ გაქვთ მენსტრუაცია. თუ 28 დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12 -მე-17დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9 - მე-20 დღეები, ანუ ორსულობის განვითარების თეორიული შანსი თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის დაწყებიდან პირველი 8 დღის განმავლობაში, ეს შანსი ჩნდება ციკლის შემდგომი 11 დღის განმავლობაში და და ისევ არ არსებობს ციკლის ბოლო 9 დღის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღე). თუ ციკლი 20-ში გქონდათ და ზოგადად გაქვთ 28-დღიანი შუალედი მორიგ მენსტრუაციებს შორის, მაშინ ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეებია 28-დან 7-მდე.
უფრო ზუსტად რომ დაადგინოთ ოვულაციის დღეები, შეიძინეთ აფთიაქში საოვულაციო ტესტი, რომელსაც მოყვება ინსტრუქცია, აუცილებლად უნდა გაეცნოთ მას. საოვულაციო ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად 24-დღიანი ციკლის დროს მენსტრუაციის მე-8 დღიდან 10 დღის განმავლობაში, 25 დღიანი ციკლი - მე-9 დღიდან, 26 დღიანი ციკლი - მე-10 დღიდან, 27 დღიანი ციკლი - მე-11 დღე, 28 დღიანი ციკლი - 12 დღე, 29 დღიანი ციკლი - 13 დღე, 30 დღიანი ციკლი - 14 დღე, 31 დღიანი ციკლი - მე-15 დღე.
ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ მოხმარების წინ, გახსნამდე უნდა გაათბოთ ხელებით, შარდში ჩადოთ აკურატულად (ვერტიკალურად ისრით ქვემოთ) და შედეგი ნახოთ 5 წუთის განმავლობაში. საოვულაციო ტესტი რეაგირებს შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე და აქედან გამომდინარე ოვულაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად