! წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის, იმედია რამით ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

21-02-2012

-გამარჯობათ! წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის, იმედია რამით დამეხმარებით, უკვე 9 წელია რაც მაწუხებს უცნაური დაავადება რომელიც ვერაფრით ვერ დამიდგინეს რა არის, ძალიან ბევრი სოკოს საწინააღმდეგო წამალი მაქ მიღებული თუ მალამო წასმული მაგრამ უშედეგოდ. საქმე იმაში გახლავთ რომ ხელის თითის ფრჩხილებზე (5-6) ფრჩხილის ქვეშ მაქ თეთრი ფერის (საჩვენებელ და ცერა თითებზე), პერიოდულად ჩნდება ფქვილივით და შეიძლება რამეზე მოხვედრის დროს აძვრეს ფრჩხილი კანს, რომელიც მტკივნეული არ არის რადგან კანი არც არის მკვრივად მიმაგრებული ფრჩხილზე, გამოწმენდის (თეთრი ფხვიერი მასის) დროს ის ადგილი ცარიელდება, ვიჭრი მაგრამ მერე ისევ ისეთივე სახით იზრდება, ანალიზიც გამიკეთეს სანამ მკურნალობას დამინიშნავდნენ (სოკო დამიდგინეს) მაგრამ ვერანაირმა სოკოს წამალმა ვერ მიშველა, სიმართლე გითხრათ ძალიან მეეჭვება უკვე რომ ეს სოკო იყოს (არ მექავება) ეხლა ვხმარობ თურმანიძის ძმრის ესენციაზე დამზადებულ მალამოს უკვე თითქმის 3 თვეა და ცოტა შედეგი მაქ თითქოს მაგრამ ბოლომდე მაინც არ მირჩება, თუ ვინმეს შეგიძლიათ მირჩიოთ რა მჭირს და რით შეიძლება ან თუ ინკურნება ესეთი დაავადება საერთოდ ძალიან დიდი მადლობა წინასწარ!

პასუხი
-თუ სოკო დაგიგდინდათ უნდა დქენიშნათ არა მარგო ადგილობრივი სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებები, არამედ შეგნით მისარებიც (ტაბლეტები).
ჩვენ გირჩვეთ ერთხელ კიდევ მიმართოთ დერმატოლოგს, რათა გაკეთდეს ანალიდი და დაისვას ზუსტი დიაგნოზი.  უნდა გითხრათ ისიც, რომ ფრჩხილების დაზიანება ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას ახლავს თან. მაგალითად: ფსორიაზს, წითელ ბრტყელ ლიქვენს, ეგზემას, ნეიროდერმიტს და სხვა. ასეთ დროს ვითარდება ე.წ. ონიქოდისტროფია, რომლის ონიქომიკოზისაგან (სოკოვანი) გასარჩევად ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მიმართავენ. მოკოზის (სოკოვანი ინფეციის) დროს ფრჩხილებიდან აღებულ მასალაში სოკოს ელემენტები აღინიშნება. ონიქოდისტროფიის დროს კი - არა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად