მყავს 4 თვის პატარა,ბუნებრივ კვებაზე,ამ ბოლო დროს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

21-02-2012

-გამარჯობათ, მყავს 4 თვის პატარა,ბუნებრივ კვებაზე,ამ ბოლო დროს დამეწყო თმის ცვენა,შეგიძლიათ მითხრათ რისგან იქნება გამოწვეული? მადლობთ წინასწარ.

პასუხი
-მშობიარობის შემდეგ (დაახლოებით მე-8 კვირას) იწყება ხოლმე თმის ცვენა, ეს დროებითი მოვლენაა და უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრ კომპლექსურ ცვლილებებს (ჰორმონულს, წყალ-მარილოვან, ჰემატოლოგიურ და სხვა), რომლებსაც ორსულობა და მშობიარობა იწვევს. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, რამდენიმე თვეში თავისით წყდება.
თუ თმის ცვენა ძლიერია, გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე სასურველია, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ანემიის გამოსარიცხად. ასევე გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და თმაზე ივლოთ ჭინჭრის ნაყენი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად