ვარ 17 წლის, მინდა კბილები რომ გავითეთრო, შესაძლებ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

20-02-2012

-ვარ 17 წლის, მინდა კბილები რომ გავითეთრო, შესაძლებელია თუ არა ეს სტომატოლოგის ჩარევის გარეშე? სახლის პირობებში. ან თუ არადა რა ღირს კბილების გათეთრება და სად აკეთებენ ყველაზე კარგად?

პასუხი
-უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ არსებობს კბილების ფერის შეცვლის მრავალი მიზეზი. ამ მიზეზებსაც ჩამოგითვლით რათა სამომავლოდ გაითვალისწინოთ და თავიდან აიცილოთ მინანქარზე მოქმედი მავნე ფაქტორები. კბილების ფერის შეცვლას იწვევს: -საკვებ პროდუქტებში არსებული პიგმენტური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ კბილის ქსოვილების შეღებვას, პიგმენტების შემცველი პროდუქტებია: ყავა, პეპსი, კოკა-კოლა, მაგარი ჩაი, წითელი ღვინო და მრავალი სხვა.
-თამბაქოს წევა;
-კბილების ფორმირების პერიოდში მედიკამენტების (ანტიბიოტიკების – უმთავრესად, ტეტრაციკლინის ჯგუფის) ზემოქმედება;
-კბილის მექანიკური ტრავმა; -გენეტიკური წინასწარგანწყობა;
-ასაკობრივი კბილის ფერის ცვლილებები;
-ქიმიური ზემოქმედება (სასმელ წყალში ფტორის მაღალი შემცველობით გამოწვეული ფლუოროზი);
-არაკორექტული სტომატოლოგიური დახმარება და გართულება;
ახლა რაც შეეხება უშუალოდ კბილების გათეთრებას, მისი რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათი შერჩევა დამოკიდებულია თქვენზე და სტომატოლოგზე. უნდა გითხრათ ისიც, რომ კბილების გათეთრების ნებისმიერ პროცედურას წინ უძღვის კბილების გაწმენდა, რომლის ჩატარების შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ნადების ფენის ქვეშ იმალებოდა თეთრი მინანქარი (ემალი). ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული თქვენი კბილების მინანქრის ფერი - შეიძლება ის ბუნებრივად სულაც არ არის თოვლივით ქათქათა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ათასნაირი გამათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტები (ფხვნილების გამოყენებას ბევრი სტომატოლოგი არ გვირჩვეს, რადგას შეიძლება მინანქარი დააზიანოს). რასაკვირველია, ყველაფერს სტომტოლოგთან ვიზიტი და ამ პრობლემის მისი დახმარებით მოგვარება ჯობს, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ, მაშინ ჩვენს საიტზე წაიკითხეთ თინათინ გოცაძის სტატია: "კბილების გათეთრების შინაური მეთოდები", მისამართი http://mkurnali.ambebi.ge/index.php/stomatologia/372-2009-01-06-07-08-40.html
კომენტარები
17 მარტი 2017 00:01
გამარჯობათ დაახლოებით რა ჯდება კარიესის გაწმენდა პირველი ფაზის?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად