დავსვი შეკითხვა 16 წლის ვარ და დეპსერესიში ვარ მე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-01-2012

დავსვი შეკითხვა 16 წლის ვარ და დეპსერესიში ვარ მექი და ძალიან კარრგადაც მიპასუხეთ.. მინდა დავიწყოო იმით რომ მშობლები ვერ მიგებენნ.., ამასთან ერთად ვარ უკვე ძალიან მგრძნობიარე ყველაფერზე, ყველაფერძე ვღიზიანდები, ყველაფერთან ერთად მყავს შეყვარებული რომლის გამოც ყოველდღე მიწევს მშობლებთან კამათი.. უკვე აღარ ვიცი რა ვუწოდო ამას, ვერ კი აგიხსნით ხოლმე ისეტი გრძნობა მეუფლება სადღაც წავიდე და დავიკარგო მირჩევნია ყველაფერს. ყველა ამჩნევს რომ უკვე ძალიან ნერვიული გავხდი და ყველაფერზე ვსიხდები.ამასთან ერთად მოთმენის უნარიც დამეკარგა, ადრე თუ თავის შEკავება შემეძლო ეხლა ეგრე აღარარის.. სახლში ვყვირილიც დავიწყე უკვე.. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე.. ეს ბოლო ხერხია რასაც მივმართე.. ისეთი გრძნობა მეუფლება ხომლე რომ თითქოს და უკვე გავგიჯდი. :( თქვენი დახმარების იმედი მაქვს :(:(

პასუხი
-ჩვენ უკვე გითხარით, რომ გარდატეხის ასაკში ჰორმონალური ცვლილებების გამო მოზარდი მგრძნობიარე ხდება და ხშირად, მოვლენებს გადაჭარბებულად აფასებს. შეეცადეთ თავს გვერდიდან (სხვისი თვალით) შეხედოთ. რაში ვერ გიგიბენ მშობლები? რას თხოულობენ მშობლები თქვენგან, 16 წლის მოზარდისგან? ალბათ იმსა, რომ მეტი დრო დაუთმოთ სწავლას. დაფიქრდით, რატომ მოგიწოდებენ მშობლები სწავლისკენ? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამის მიზეზი თქვენს მომავალზე ზრუნვაა. დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების მიღებას თქვენი მომავლისთვის. გყავთ შეყვარებული, ზრდასრულ ასაკში ოჯახის შექმნასაც გადაწყვეტთ, ხომ უნდა შეგეძლოთ ოჯახის რჩენა? ამისათვის კი სამსახურია საჭირო, სამსახურს შოვნა კი თუ პროფესიონალი არ ხარ ძალიან ძნელია. ეს თქვენს მშობლებს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ზრუნავენ თქვენს მომავალზე. მშობლებს მეტი გამოცდილება აქვთ, ისინი ცუდს არ გირჩვეენ. ყური მიუგდეთ მათ რჩევებს! თუ რაიმე საკითხში არ ეთანხმებით მშობლებს, მშვდად აუხსენით ეს და შესთავაზეთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატივა.  რაც შეეხება შეყვარებულს, ძალიან კარგია, რომ გიყვართ. მაგრამ, თქვენ ასაკში  ოჯახს ხომ ვერ შექმნით? ამისათვის არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ იქნებით მზად. ასეთ ასაკში შექმნილი ოჯახები, როგორც წესი, ინგრევა. ამიტომ ჯობს თავშეკავება, გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ არ არის საჭირო ხშირი შეხვედრები და მთელი დღე სოც. ქსელებით თუ ტელეფონით საუბრები. შეთანხმდით შეყვარებულთან და ორივემ მეტი დრო სწავლას დაუთმეთ და დრო გიჩვენებთ არის თუ არა თქვენი სიყვარილი ჭემარიტი.
კიდევ ერთი რჩევა გვინდა მოგცეთ, უთხარით მშობლებს, რომ დათრგუნული ხართ და სთხოვეთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგთან მიგიყვანოთ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად