. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ და გთხოვთ დამეხმაროთ. ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

25-12-2011

-გამარჯობათ. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ და გთხოვთ დამეხმაროთ. როგორც წინა წერილში გითხარით,მყავს შეყვარებული და 4 5 თვეა რაც ერთად ვართ,ცოტა ხნის წინ ერთად გადავედით საცხოვრებლად,ყველაფერი კარგად მიდიოდა და კარგი ურთიერთობაც გვაქვს. უბრალოდ საბუთების პრობლემა ქონდა და ერთხელად გარეთ რომ გავიდა დაიჭირეს და ეხლა უკვე კვირაზე მეტია ილეგალურ ცენტრში იმყოფება.(შეგახსენებთ რომ საზგვარგარეთ ვცხოვრობთ) რაც ეს ამბავი გავიგე და ტელზე რომ შემატყობინეს,არ ვიცი რა დამემართა,ეს იყო საშინელება ჩემთვის,ვტიროდი და ვტიროდი და დგესაც რომ მომაწვება ცრემლები მომდის.ძალიან მიყვარს ის ადამიანი და ძალიან გული მტკივა ესე რომ მოხდა,ადვოკატმა ყველაფერს გავაკეთებო და იმედი მაქვს,მაგრამ ლოდინი აღარ შემიძლია უკვე,ამას ის დაემატა კიდევ რომ ორსულად ვარ,თავს არ ვიცავდით და დავორსულდი და კიდევ ორმაგად ცუდად ვარ,სულ მეტირება და ვნერვიულობ,ვდარდობ,მადა არ მაქვს,თუ ვჭამ,გემოს ვერ ვიგებ და შინაგანადაც არ ვგრძნობ თავს კარგად,მარტო ვარ ესე ჩვენს ბინაში.ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ,არ ვარ მზად. ვნერვიულობ იმაზე რომ მიჭირს ესე მარტო ყოფნა და ღმერთმა დაიფაროს ადვოკატმა ეს საქმე რომ ვერ გააკეთოს,მოუწევს თავის ქვეყანაში დაბრუნება და იქიდან ახალი ვიზის გაკეთება და ამას ერთი ორი თვე დაჭირდება და ნამდვილად არ მინდა ასე მოხდეს.ძალიან გთხოვთ რამე მირჩიეთ თავი როგორ დავიწყნარო,არავინ მყავს ისეთი რომ ისე დამელაპარაკოს რომ ცოტა გამოვკეთდე,ყველაფრის ხალისი დავკარგე.წინასწარ გიხდით ძაან დიდ მადლობას.

პასუხი
-უნდა დამშვიდდეთ, თქვენს მდგომარეობაში ნერვიულობა დაუშვებელია. ახლა თქვენ უნდა იფიქროთ არ მარტო თავზე, არამედ თქვენს შეყვარებულზე, რომელიც ასეთ განსაცდელშია და რომელიც საჭიროებს თქვენს დახმარებას. თქვენ ახლა გმართებთ სიძლიარეის გამოჩენა. გარდა ამისა თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება იმიტომ, რომ თქვენ ორგაზმიმში ბინა დაიდო თქვენი და თქვენი შეყვარებულის სიყვარულის ნაყოფმა, თქვენმა შვილმა, რომელლიც ახლა  უსუსურია და საჭიროებს დედის მაქსიმალურად ზრუნვას. ერთი წუთით არ იფიქროთ ბავშვის (შვილის) მოშორებაზე. ეს სხვა არაფერია თუ არა დედის მიერ შვილისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. თქვენ შვილად ვერ აღიქვამთ თქვენს ორგანიზმში ჩასახულ პატარა სიცოცხლეს, არადა როგორც კი ხდება კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდით განაყოფიერება, მაშნვე იძენს იგი 23-23 დედისეულ და მამისეულ ქრომოსომას, ანუ მასში უკვე ჩადებული ის შინაგანი თუ გარეთანი ნიშან-თავისებები, რაც დაბადების შემდეგ ექნება. ახლა თქვენ შავ ფერებში ხედავთ სამყაროს, რადგან განსაცდელი გაქვთ, მაგრამ პრობლემა მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ მოკლავთ შვილს, გაუფრთხილდით მას. იცით რამდენი ქალი ოცნებობს დედობაზე, მაგრამ არ ყავს შვილი? თქვენ კი მალე დედა გახდებით, თანაც შვილი საყვარელი ადამიოანისგან გეყოლებათ. ეს ბედნიერებაა, კარგად გააანალიზეთ ეს საკითხი. შეინარჩუნეთ ორსულობა, მაქსიმალურად მხარში დაუდექით შეყვარებულს, თუ აიძულეს საქართველოში წამოსვლა, ეს არ არის პრობლემა, თქვენც წამოყევით და აქ დაიწყეთ ერთად ახალი ცხოვრება.   გვერწმუნეთ, ეს შესაძლებელია!
გისურვებთ პრობლემების მოგვარებას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად