გთხოვთ მითხრათ ხშირად მაქვს დაბალი ტემპერატურა 35 ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

24-12-2011

-გთხოვთ მითხრათ ხშირად მაქვს დაბალი ტემპერატურა 35 ნახევარი ხან მეტი ხან კიდე ნაკლები .თავს ცუდად არ ვგრძნობ ან ფონზე . არის თუ არა საშიში ჯანმრთელობისთვის.

პასუხი
-ადამიანის სხეულის ტემპერატურა მუდმივია და დღე-ღამის განმავლობაში უმნიშვნელოდ (დაახლოებით 0,3-0,5 გრადუსით) იცვლება - დღისით უფრო დაბალია, საღამოს კი ოდნავ იმატებს. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იღლიის ფოსოში 36-დან 36,8 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა ზოგიერთს შესაძლოა 36 გრადუსზე ოდნავ დაბალი ან 37 გრადუსზე ოდნავ მაღალიც ჰქონდეს.
ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს. ციკლის პირველ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 36-35,5 გრადუსამდეც კი დაიწიოს, ხოლო მენსტრუაციის დასასრულისთვის 37,2 გრადუსამდე აიწიოს. ცვლილების დიაპაზონი ასახავს დღეღამურ რიტმს და ჰორმონთა დონის ბუნებრივ ცვლილებებს უკავშირდება.
ტემპერატურის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს:
• ასაკი; • დღის პერიოდი; • საკვების მიღება; • ტირილი გაზომვის წინ; • ემოციური დაძაბულობა; • ბანაობა, საუნაში ყოფნა და ფიზიკური ვარჯიში; • ცივი ან ცხელი კომპრესების გამოყენება.
ჰიპოთერმია სხეულის ტემპერატურის 35°C-ზე მეტად დაქვეითებას ეწოდება. მისი მიზეზია:
სითბოს გამომუშავების შემცირება, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითებამ, სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირებამ, კვების დარღვევამ, ანემიამ.
მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ დაბალი ტემპერატურა დაკავშირებულია თუ არა რაიმე სახის დარღევასთან.
კომენტარები
29 იანვარი 2018 18:07
var 55 wlis, hemi mudmivi temperatura meryeobs 34 35 shoris, tavs kargad vgrdznob, ram sheidzleba gamoiwvios temperaturis ase daweva, da rogor vimkurnalo
29 იანვარი 2018 18:07
var 55 wlis, hemi mudmivi temperatura meryeobs 34 35 shoris, tavs kargad vgrdznob, ram sheidzleba gamoiwvios temperaturis ase daweva, da rogor vimkurnalo
29 იანვარი 2018 18:04
var 55 wlis, sicxes vizomav dgeshi samjer, hemi temperatura aris 34 xan 35 gradusi, tavs kargad vgrdznob, rit sheidzleba iyos gamowveuli aseti dabali sicxe?
05 თებერვალი 2017 23:43
გამარჯობათ.ჩემი შვილი 3 წლისაა.ხშირად აქვს 35 ტემპერატურა და უფრო ნაკლებიც.გამით ოფლიანობა.რამ სჰეიცლება გამოიცვიოს ასეტი ტემპერატურა და რა გამოკვლევები უნდა ჩავუტარო?კალცზე და ჭიებზე გავუკეტე ანალიზი და გამოირიცხა.წინასწარ დიდი მადლობა.
29 დეკემბერი 2016 02:55
5 წლის ბიჭუნას დაახლოებით 1 წელია აქვს 35- 35,3 სიცხე ღამის საათებში,ასევე ძალიან ოფლიანობს,ენდოკრინოლოგთანაც მყავდა და დიაბეტის ანალიზიც ჩავაბარეთ ყველაფერი რიგზე აქვს.იქნებ თქვენ დამეხმაროთ და მირჩიოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს,
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად