როდესაც ბავშვი მიდრეკილია ცრუ კრუპისაკენ და ყელის... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
21-12-2011

- როდესაც ბავშვი მიდრეკილია ცრუ კრუპისაკენ და ყელის გამო მაღალ სიცხეებს აძლევს წამოხველებისას და ხმის შეცვლის შემთხვევაში რა პრეპარატებით შეგვიძლია გართულების თავიდან აცილება და რა პროფილაქტიკურ საშუალებებს მოგვცემთ?

პასუხი
- აუცილებელია აღნიშნულის შესახებ მითითებები უშუალოდ თქვენი ბავშვის ექიმისაგან მიიღოთ, რათა გათვალისწინებული იქნას ინდივიდუალური მონაცემები. ზოგადად თუ თქვენი პატარა კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, ურიგო არ იქნება, თუ ავადმყოფობის პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) მიიღებთ შემდეგ ზომებს: დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანეთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერი; ოთახში, ელექტროქურაზე, აადუღეთ სოდიანი წყალი და დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი კარგად დატრიალდება.
•    მოარიდეთ ბავშვი ცივ ჰაერს (ნუ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში) და სითხეს.
•    ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.
შესაძლებელია ცივი ორთქლის ინჰალატორის შეძენა და ეპინეფრინის ინჰალაციების ჩატარებაც, მაგრამ მაინც სჯობს, ეს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს, რადგან ეპინეფრინის ჭარბი დოზით მიღება არტერიული წნევის მომატებას იწვევს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად