/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- შეკრულობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა დიეტას ენიჭება. ასეთ დროს კვების რაციონი უჯრედისის შემცველი პროდუქტით უნდა გამდიდრდეს: მსხვილად, უხეშად დაფქული ხორბლისა და ჭვავის პურით, უმი ხილითა და ბოსტნეულით. რეკომენდებულია სტაფილო, პომიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები, კომბოსტოსა და კიტრის მწნილი, ბოსტნეულის კერძები. ნაწლავების ფუნქციას ასტიმულირებს შაქრის შემცველი (თაფლი, შაქარი, მურაბა) და ორგანული მჟავებით მდიდარი რძემჟავა პროდუქტები: კეფირი, ჩუმა-მაწონი, რძემჟრალი, იგივე ვარენეცი (რძემჟავა პროდუქტები აუცილებლად ახალი უნდა იყოს). შეკრულობის დროს შესანიშნავია შავი ქლიავი, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარსა და უხეშ მცენარეულ უჯრედისს. რეკომენდებულია აგრეთვე მცენარეული ზეთი (ქაცვისა და მზესუმზირას), წიწიბურა, ქლიავის, გარგარის, ვაშლის ჩირი. შეკრულობისას დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების ტემპერატურასა და კვების რეჟიმს. კერძოდ, რეკომენდებულია ცივი სასმელების მიღება უზმოზე (პირდაპირ ლოგინში). ამ თვალსაზრისით კარგია დაშაქრული, მურაბიანი ან თაფლიანი წყალი. ეფექტიანია წინა ღამით ოთახის ტემპერატურის წყალში დამბალი ჩირი და ჩამიჩი, რომელიც დილით უზმოზე უნდა მიირთვათ.
შეკრულობის დროს B1 ვიტამინი ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით გაცილებით მეტი უნდა მიიღოთ. დღიური ულუფა 4-5 ჯერზე უნდა გადაანაწილოთ, საკვების მიღების შემდეგ კი აუცილებლად გაისეირნოთ. არ შეიძლება უმოძრაობა, მით უფრო - წოლა. შეკრულობის ხელშემწყობ მთავარ მიზეზებად დღეს უჯრედისით ღარიბი საკვებით კვება და უმოძრაობაა მიჩნეული.