/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-მაინტერესებს როგორ უნდა შეატყო ადამიანს, რომ ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არის, მაგალითად როდესაც "ნიანგი"-ს ზემოქმედების ქვეშ არის, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მადლობთ.
-ნარკოტიკების ზემოქმედებისას აღინიშნება:
. გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფის, აცეტონის, წებოსი ან ბენზინის;
. მომატებული ძილიანობა (ნარკოტიკების მომხმარებლებს ფაქტობრივად ფეხზე ეძინებათ, შეიძლება, თვალგახელილმაც ჩათვლიმონ);
. ძლიერი აგზნებულობა, ეიფორია;
. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე, მოყვითალო ელფერი;
. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის გახშირებული ქავილი;
. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი;
. მეტისმეტი დაბნეულობა, გარესამყაროსგან გამოთიშვა;
. ღებინების შეგრძნება;
. გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი;
. ნანემსარის კვალი წინამხარზე, თუმცა კვალის დაფარვის მიზნით ინექცია შეიძლება ფეხებზე, საზარდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზე გაკეთდეს.