რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ 21 წლის გოგო მაქვს ბეჭებზე გამონაყარი, უკვე წლებია, ადრე მეუბნებოდნენ რომ ეს ასაკობრივი იყო და გამივლიდა.. მაგრამ ასაკობრივი უკვე გავლილი უნდა იყოს მემგონი.. ექიმმა მითხრა რომ გადასხმები მიშველიდა (კალცი , ც და Bპირველი ვიტამინები შემიყვანეს) თუმცა არც მაგან არ მიშველა.. რა შეიძლება გავიკეთო კიდევ? და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი
-ზურგზე ფერიმჭამელების გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგი სპეციალისტი ამას უკავშირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას, ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგენული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონიებას, რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვისა. კანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადსხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია. ზურგზე ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა.
რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს. ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში. თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.
>გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთება და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
>დაიბანეთ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით.