ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ვარ 18 წლის გათხოვილი, ჯე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

18-08-2011

-ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ვარ 18 წლის გათხოვილი, ჯერ ორსულად არ ვარ, მოვიმატე საგძნობლად წონაში, მაგრამ ჩემს წონას ვეღარ ვიბრუნდები. ვარ 1,65 სმ. და 70 კგ. აქამდე კი 62 კგ, ვიყავი, მთელი დღე ვარ სახლში იშვიათად გავდივარ საღამოობით, ჭამით ცოტას ვჭამ, პურზე და ტკბილეულზეც უარს ვამბობ, მაგრამ შედეგი არარის,12 საათამდე არ ვწამ და არც 6 ის შემდეგ გთხოვთ მირჩიოთ რამე

პასუხი
- ჭარბი წონის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ არ ხდება დღის განმავლობაში საკვების სახით მიღებული კალორიების დახარჯვა (ფიზიკური აქტიურობით). შეიძლება ადამიანი ერთი შეხედვით ცოტას ჭამდეს, მაგრამ მაინც აწუხებდეს ჭარბი წონა იმის გამო, რომ ეწევა უმოძრაო ცხოვრებას და პირიქით. ასე, რომ თუ დაკლება გსურთ, არა მარტო საკვების მიღებაში უნდა შეიზღუდოთ, არამედ ფზიკურადაც უნდა გააქტიურდეთ. რაც შეეხება მკაცრ დიეტას, ეს დაუშვებელია. ადამიანის ჯნმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბალანსირებულ, რაციონალურ და ზომიერ კვებას. თანაც მკაცრი დიეტებით სწრაფად დაკლებული კალორიების ანაზრაუდება სწრაფადვე ხდება. მთავარია, ადამიანი მიეჩვიოს სწორ და ზომიერ კვებას.  გარდა ამისა, არსებობს სიმსუქნის სხვა მიზეზებიც (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა და სხვა), რაზეც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თუ წაიკითხავთ ჩვენს საიტზე მარიკა დვალის ინტერვიუს  I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმ მარინე ცომაიასთა "სიმსუქნე". ასევე წაიკითხეთ ეკა ჭავჭავაძის სტატია "პროდუქტთა კალორიულობა" და თინათინ გოცაძის - "რამდენ კალორიას ვწვავთ". უნდა გითხრათ, რომ თუ ადამიანი ჯანმრთელია და არ აქვს სპეციალური დიეტა დანიშნული, მაშინ უნდა იკვებოს ჩვეულებრივ, დღეში 4-ჯერ, მაგრამ ზომიერად. უმჯობესია, კვების რაციონი გაამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით, შეზღუდოთ ცხოველური ცხიმისა და ტკბილეულის მიღება, უარი თქვათ სასუსნავებზე, სწრაფი კვების პროდუქტებზე, გაზიან ტკბილ სასმელებზე და დაკავდეთ სპორტით.
დაბოლოს, გირჩევთ ჩაიტაროთ   გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად