-გამარჯობათ, მაქვს ერთი პრობლემა - კისერი მიტკაცუნებს მთელი დღის განმავლობაში ისე ძალიან, რომ ძლიერ შემაწუხებელია, ხან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ხრეში გიყრია კისერში და საერთოდ ვგრძნობ, რომ თითქოს ყველა სახსარი მიტკაცუნებს. მაინტერესებს რისი ბრალი უნდა იყოს ან ვის უნდა მივმართო. მადლობთ.
-ჩვეულებრივ ასეთი ჩივილის სავარაუდო მიზეზი სხვადასხვაა.
ძირითად შემთხვევაში „ტკაცუნი“ არ არის ავადმყოფობის შედეგი, არამედ შემაერთებელი ქსოვილის გარკვეული არასრულყოფილების გამოვლენაა.
ნებისმიერ შემთხვევაში სწორი დიაგნოზისთვის და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია მიმართოთ ტრავმატოლოგს ან ორთოპედს.