, უღრმესი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. გწერთ თ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

20-06-2011

-გამარჯობა, უღრმესი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. გწერთ თქვენს შეკითხვაზე: თევზის ქონი გამოუწერა ზოგადად გასაჯანსაღებლად მგონი, ზუსტად არ უთქვამს, გულის მუშაობა არ მოეწონა, ცოტა მოყრულებულიაო, გულზე ეხო გადაღებული გვაქვს და არანაირი გადახრა არ არის. ჩემი დისშვილს 5 წლამდე 4 ჯერ დაემართა კრუნჩხვა, ორჯერ მაღალ სიცხეზე და ორჯერ - ემოციურია და ინერვიულა. გვყავს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ღებულობს ეპიქხხ ოქტომბრიდან. მე მაინტერესებდა შეიძლება თუ არა თევზის ქონის მიცემა პროფილაქტიკის მიზნით ექიმის გარეშე და რომელი წლიდან შეიძლება დავალევინოთ ბავშვს (მეორე დისშვილი გოგონა 2 წლის და 10 თვისაა), ასევე მაინტერესებს რომელი თევზის ქონი ჯობია, ცხოველური თუ მცენარეული. ჩვენს შემთხვევაში ექიმმა მცენარეული გვირჩია რადგან მისი გადამუშავება უფრო ადვილად ხდებაო. წინასწარ მადლობა პასუხისთვის - 5 წლის ბიჭს პედიატრმა გამოუწერა ”თევზის ქონი”, ოღონდ არა ჩვეულებრივი, არამედ მცენარეებზე დამზადებული, გიგზავნით ამ პრეპარატის დახასიათების ბმულს: http://www.sequoia.pl/omegamed_dzieci.html?L=en. ძალიან გთხოვთ მითხარით, რა განსხვავებაა ჩველებრივი თევზის ქონსა და დჰა-ს თევზის ქონს შორის, რომელი ჯობია, შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე მისი მიცემა პატარასთვის და აქვს თუ არა რომელიმეს უკუჩვენება? მადლობა - ეს არ არის თევზის ქონი, არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეების შემცველი საკვები დანამატი, მიღებული მცენარეული პროდუქტებისაგან. თევზის ქონიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებას შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტივებს იმუნურ სისტემას. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანია იგი შეივსოს ომეგა-3-ით. თუ შეიძლება დააზუსტეთ, რის გამო ენიშნება ბავშვს ეს პრეპარატი?

პასუხი
-თქვენ ადრეც გამოგვიგზავნეთ ეს შეკითხვა რაზეც ჩვენ გიპასუხეთ და  თქვენი ხელახლა გამოგზხავნილი შეკითხვა შეიცავს კიდეც  ამ პასუხს. გირჩევთ, გაეცნოთ ყურადრებით!
დავამატებს იმსა, რომ ბავშვისთვის ამ პრეპარატის მიცემა  არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს, იგი  უფრო ათერესკლეროზის და ქოლესტერინის ცვლის მოშლის მქონე პირთათვისაა  მიზანშეწონილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად