აღდგომას. უფალი იყოს თქვენი შემწე ამ კეთილ საქმეშ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
15-05-2011

- აღდგომას. უფალი იყოს თქვენი შემწე ამ კეთილ საქმეში. თქვენს მიერ ამ შეკითხვაზე ბევრი არის გაცემული პასუხი, მაგრამ მაინც ვერ დავიმშვიდე თავი, გთხოვთ ჩემს შეკითხვას ინდივიდუალურად უპასუხოდ. ჩემი შვილი 2011 წლის 12 მაისს გახდება ათი თვის. 6 თვიდან აქვს ძვლების ტკაცუნი, 8 თვეზე მივიყვანეთ ტრავმატოლოგთან, გადავუღეთ სურათი. დაუდგინდა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია. ტრავმატოლოგმა დანიშნა 12 ელექტროფორეზი, კალცი 1 თვე, მასაჟები ერთი თვის ინტერვალით ორი კურსი, რძის ნაწარმი ხაჭოზე მიძალებით და კვერცხის გული. ელექტროფორეზი გავუკეთეთ, ზღვის მრილის აბაზანებიც, კალციფორი ერთი თვე ვასვით, ხაჭოს ჭამს სანტესას, მასაჟები მეორე კურსი დავუწყეთ ეხლა. მიუხადაად ამისა, მაინც ისმის ძვლების ტკაცუნი. იკურნება თუ არა ეს დავადება? დაგვიანებული ხომ არ არის მკურნალობა? შეიძლება თუ დაურჩეს ტკაცუნი და თავისუფლად გაიროს ფეხზე? ეხლა არ ვსვამთ ჭოჭინაში, არც ვაჯენთ, მასაჟისტმა ბავშვი ყოველნაირად ამოძრავებს ფეხებსო. ამოვარდნილობა დიაგნოზად არ დასვია? მოუხდება თუ არა ურეკი-ზღვა. შეიძლება კალციუმის პრაპარატის მიღება ერთ თვეზე მეტი ხნით სისხლში კალციუმის ანალიზის გარეშე? ხომ არსებობს განკურნების იმედი, ბავშვი ითხოვს დაჯდომას, ძალიან მოძრავია, მაგრამ ძალიან ტკაცუნობს ძვლები. ახალი სურათის გადასაღებად უნდა მივიყვანოთ დაახლოებით 20 მაისისთვის, არსებობს ზუსტი დიაგნოზის დასმის სხვა საშუალება გარდა გაშუქებისა? პრაქტიკაში ტკაცუნი გაჰყოლია თუ არა ბავშვებს გავლის შემდეგ? ბოდიში ასეთი დიდი შეკითხვისთვის, მაგრამ სხვადასხვა პედიატრი და ტრავმატოლოგი სხვადასხვანაირად მეუბნება, ბავშვს კი ასაკი ემატება და ტკაცუნი არ იკლებს. შეიძლება თუ არა კალცის პრეპარატის მიღება მაშინ, როცა სისხლში კალციუმის დონე ნორმალურია, ან D3 ვიტამინის მიღება, ეხლა როცა მზიანია ამინდებიც იქნება? სანტეს ნაწარმი ხაჭო ჯობია, თუ აფთიაქში დამზადებული კალცის ხაჭო? ბოდიში ამხელა შეკითხვისათვის. რა ზომებს შეიძლება მივმართო კიდევ? ანუ ვაჭმევ ხაჭოს, კვერცხის გულს, მაწონს (სანტესაც) სუპს-გამონახარშ წვენს, ზღვის მარილის აბაზანებს, და ვუკეთებ მასაჟს, რა პერიოდამდეა განკურნება ადვილი, გთხოვთ მიპასუხოთ შეკითხვაზე, თორემ მე და ჩემი მეუღლე ნერვოზად ვართ გადაქცეული. დიდი მადლობა წინასწარ, ღმერთი იყოს თქვენი შემწე.

პასუხი

- ყველაფერი, რაც თქვენ აღნიშნეთ კვებასთან დაკავშირებით (D ვიტამინის მიღება, საკვებში კალციუმით მდიდარი პროდუქტების ჩართვა), რეკომენდებულია ნებისმიერი ჯანმრთელი ბავშვისათვის. კალციუმის ჭარბ მიღებას კი უბრალოდ აზრი არა აქვს, რადგანაც ორგანიზმი შეიწოვს კალციუმის მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას. ჩვეულებრივ საკვები რაციონის შედგენა ისე ხდება, რომ ის აკმაყოფილებს კალციუმზე მოთხოვნას. კალციუმის შემცველობის მიხედვით სანტეს მაწვნითა და კალცით დამზადებული ხაჭო არ განსხვავდება, განსხავება არის მხოლოდ გემოში – კალცით დამაზედბული ხაჭო უფრო მჟავეა. ხორცის ნახარში ამ ასაკის ბავშვისათვის შეიძლება მხოლოდ 50 მლ ოდენობით. D ვიტამინი კი წლამდე ბავშვისათვის აუცილებელია. რაც შეეხება სახსრების ტკაცუნს, ალბათ თქვენ მხედველობაში გაქვთ ტკაცუნი ბარძაყის ძვლის მოძრაობისას, რადგანაც სხვა სახსრების ტკაცუნს არა აქვს დიდი სადიაგნოზო მნიშვნელობა. ბარძაყის ძვლის ტკაცუნი მართლაც არის დისპლაზიის ერთ-ერთი ნიშანი, თუმცა საბოლოოდ დიაგნოზს ამ ასაკში რეტნგენოგრაფიით ადგენენ. თუ დადგენილია, რომ ბავშვს აქვს დისპლაზია, უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა ორთოპედის მიერ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა ორთოპედს, რათა საბოლოოდ დადგინდეს დიაგნოზი და გადაწყდეს საჭიროა თუ არა მკურნალობა (თასმების ტარება ან თაბაშირით იმობილიზაცია), ვინაიდან ყველა სხვა საშუალება (მასაჟი, ელექტროფორეზი, ურეკში დასვენება და ა. შ.) არის მხოლოდ დამხმარე საშუალება. ზოგადად კი განკურნება ადვილია წლამდე.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად