54 წლის ქალს აწუხებს აკვიატებული აზრები, რომ ყველ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

12-05-2011

- 54 წლის ქალს აწუხებს აკვიატებული აზრები, რომ ყველა მისი მტერია, არის აგრესიული და არაადეკვატური. მკურნალობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ამბობს, რომ მას არაფერი აწუხებს, არც წამლების მიღებაზე გვთანხმდება. რას გვირჩევთ, შეიძლება მისი სახლის პირობებში მკურნალობა, თუ უმჯობესია სტაციონარში მოთავსება? არსებობს თუ არა საქართველოში ასათიანის გარდა კლინიკა, სადაც იქნება კარგი პირობები და ეფექტური მკურნალობა? ეს ყველაფერი რა თანხებთანაა დაკავშირებული?    

პასუხი
- ქალბატონმა აუცილებლად უნდა იმკურნალოს ფსიქიატრთან. შეიძლება კლინიკაში დაწოლა სულაც არ გახდეს აუცილებელი, მაგრამ ფსიქიატრი უნდა ესაუბროს, უნდა შეაფასოს ქალბატონის მდგომარეობა, შეიძლება დასჭირდეს გარკვეული ანალიზები (მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის გამოკველვა ან სხვა ჰორმონული ანალიზი). ამის შემდეგ დაინიშნება ადეკვატური მკურნალობა.
გირჩევთ, მოეპყრათ ამ ქალბატონს თბილად, ალერსიანად, ნუ ეტყვით, რომ რაღაცეები ეჩვენება ან ფსიქიატრი სჭირდება, უბრალოდ უთხარით, რომ ნევროლოგს მოუყვანთ, რათა რაიმე დამამშვიდებელი გამოუწეროთ, უფრო მშვიდად რომ იყოს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად