რა არ შეიძლება ლაქტაციის დროს ჭამოს დედამ? | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

17-04-2011

- რა არ შეიძლება ლაქტაციის დროს ჭამოს დედამ?

პასუხი
- ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად გთავაზობთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის ინტერვიუდან `კვების რეჟიმის ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში~:
-ქალი, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს, ისე უნდა იკვებებოდეს, რომ მიღებული კალორიები მასაც ჰყოფნიდეს და ბავშვსაც. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ბევრი უნდა დალიოს, მეორენი ტკბილეულსა და ფქვილეულს მიირთმევენ... მეძუძური ქალის მდგომარეობა ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ იგი სტაბილური არ არის, ამიტომ გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იცვლება. მაგალითად, ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების ან მინერალური მარილების ნაკლებობა შესაძლოა სერიოზული დარღვევების მიზეზად იქცეს. მეძუძური დედა მკაცრ დიეტას არ უნდა იცავდეს. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. ნებადართულია: მჭლე ხორცი და თევზის კერძები, ყველი, ხილი, ბოსტნეული, ფაფები.
დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. მეძუძურმა დედამ დღეში ჩვეულებრივზე 700-1000 კკალ-ით მეტი, ანუ დაახლოებით 3200-3500 კკალ უნდა მიიღოს. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს 120-130 გ ცილას (აქედან 60%-ს - ცხოველური წარმოშობისას), 500 გ ნახშირწყლებს, 100-120 გ ცხიმებს (აქედან 20% მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს).
სანიმუშო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი, ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე, 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ ბოსტნეული (200 გ კარტოფილი), 200-300 გ ხილი.
ნახშირწყლები ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროა, ამიტომ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, დაღერღილი მარცვლეულის პური, ფაფები აუცილებელია. ერიდეთ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტორტებს, ტკბილეულს), რადგან მათ ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი წონას იმატებს. ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, მაგრამ საკვებში მისი ოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მსუქანი ხორცი, რძე, შემწვარი პროდუტები და ერბოზელილი ცომი მავნე ცხიმებს შეიცავს, ზღვის თევზი და მცენარეული ზეთი - სასარგებლოს. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა ვიტამინების წყაროც არის. მათი უკმარისობისას რეკომენდებულია ვიტამინების კომპლექსის მიღება. მარგებელია ასევე ასკილის ნაყენი, გაყინული ხილი და კენკრა, ჩირის კომპოტი. მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რკინისა და სხვა ელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკას. რკინის წყაროა ხორცი, ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია მოხარშული), კალციუმისა - რძე და რძის პროდუქტები.
- რა ეკრძალება მეძუძურ დედას?
- მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
ზოგადი რჩევები
*ერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელს. ხშირად სვით ნატურალური წვენი.
*მარილი ზომიერად მიიღეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ იოდიანი მარილი ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
*იკვებეთ აუჩქარებლად, საკვები კარგად დაღეჭეთ.
*ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მუშაობას - შეკრულობამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
*რაციონიდან ამოიღეთ ზვიგენის ფილე და სამეფო სკუმბრია - ეს თევზები დიდი ოდენობით შეიცავს ტყვიას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვს. ტყვიას ასევე დიდი ოდენობით შეიცავს დაკონსერვებული თინუსი და მისი ფილე.
*მშობიარობის შემდეგ ყოველგვარი საკვები რაციონში სათითაოდ შეიტანეთ და დააკვირდით ბავშვის რეაქციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
03 ივნისი 2018 20:12
კარტოფილი შემწვარი,კიტრი, მცირე ოდენობით ყავა,კვერცხი,ლობიო ამ საკვებიდან რომელი შეიძლება მივირთვა?
22 თებერვალი 2016 13:53
xashis chama sheizleba
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად