პასუხი
- ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდე კვებისგან. მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულის ორგანიზმისთვის სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიწდება. ორულოიბის ადრეული ვადიდან დაწყებული ორსულობის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში დაბალი სიმაღლის (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალისთვის დღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს 2100-2300 კკალო, ამასთან ცილები უნდა იყოს 90-100 გ, ცხიმები-55-65 გ, ნახშირწყლები- 290-320 გ. საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის დღიური კალორიულბა - 2400-2700 კკალო, ცილები-110 გ, ცხიმები-75 გ, ნახშირწყლები- 3350 გ. მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი კალორიულობა- 2700-2900 კკალო, ცილები-120-125 გ, ცხიმები-75-85 გ, ნახშირწყლები- 360-400 გ. ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში: საუზმე-8.00-9.00 სთ; სამხარი- 11.00-12.00 სთ; სადილი- 14.00-15.99 სთ; ვახშამი- 18.00-19.00 სთ და 21.00 - ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე დღიური რაციონის უნდა შადგენდეს- 30%-ს, სამხარის- 20%; სადილის-40%; ვახშამი კი-19%. საკვების მიღების შემდეგ აუცილებელია დასვენება, მაგრამ აქტიური. ორსულმა ვახშამი უნდა მიიღოს დაძინებამდე 2-3 საათის ადრე მაინც. ორსულთათვის სასარგებლო პროდუქტებია : • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი; • ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა; • ხორცი, თევზი, კვერცხი; • ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო. ორსული უნდა მოერიდოს: • კოფეინის შემცველ სასმელს: ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი –კოლა და კოკა-კოლა; თუ ორსულს ძალიან სურს ამ სასმელების მიღება, მაშინ დღის განმავლობაში მასქსიმუმ 2 ჭიქა შეუძლია დალიოს. • ალკოჰოლს - დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მას; • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას; • ჭარბად შაქარს და ტკბილ საკვებპროდუქტებს: კომფეტები, შოკოლადი, ნამცხვერები; • საკვებში ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს: მარინადები, მწნილები, საწებლები; • ცხოველური ცხიმის დიდი რაოდენობით მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში; • კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავენ და შესაძლოა ისეთი საშიში ინფექციის წყარო გახდენენ, როგორიცაა ბოტულიზმი. • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს; • თოხლო და უმ კვერცხს. • ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;