/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ,ვმუშაობ ღამის სმენაში,საღამოს რვიდან ღამის 4 საათამდე,სიცხეში,ძილით მძინავს დღისით,რადგან ძალიან ვოფლიანდები და თან მუშაობის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ორ დღეში ერთხელ ძუნძულით დავრბივარ და მსუბუქად ფიზიკურად ვვარჯიშობ საკუთარი წინით ავიღე სპორტული დანამატები,ერთი არის ფხვნილის სახით,ამინო და მეორე არის აბები,ეხმარება აღდგენას და ტვინში სისხლის მიმოქცევას,ხელს უშლის დაღლილობას,მატებს ძალას და აღადგენს ენერგიას,კვებაც არ მაქვს განსაკუთრებული,პირობებიდან გამომდინარე მიწევს სულ მშრალების ჭამა,ყველა დღე შაურმა ან შაურმის ხორცი ღორისაა და ხაჭაპური,სხვას ვერაფერს ვერ ვჭამ რაცარუნდა მოვინდომო,ყველა დღე მინიმუმ 2.5 ლიტრ წყალს ვსვამ,ეს მინიმუმს ვამბობ,თუმცა დღეში ორჯერ ვშარდავ,რას მირჩევთ?დანამატებისბს სახელებია amino after load,shilajit.ბევრი სახეობის რაღაცეებს შეიცავს ორივე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 28-09-2010
- ვარ 21 წლის ბიჭი. საკმაოდ ეგოცენტრული. ვთვლი, საკმაოდ წარმატებულიც კარიერული თვალსაზრისით, თუმცა პირადი ცხოვრებისათვის |ვერ მოვიცალე. მოკლედ რომ ვთქვა, 1 თვეზე მეტ ხანს ვერ ვახერხებ გოგოსთან ურთიერთობას. ჩემი მთავარი პრობლემა ალბათ არის კონგიტური დისონანსი. ბოლო 2 წლის მანძილზე სულ მცირე 7-8 გოგონასთან დავიწყე ფლირტი სერიოზული ურთიერთობის მიზნით, არ ვიცი სერიოზული ურთიერთობის ფობია მჭირს, თუ უბრალოდ არცერთი იყო ჩემთვის შესაფერისი. ბოლო რამდენიმე თვეა საერთოდ აპათიის ნიშნებსაც კი ვგრძნობ. ჩემს ფსიქოტიპს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ვარ უნიკალური, არ მიყვარს კონფორმულობა, თუმცა ჩვენნაირ კონსერვატულ და კოლექტივიზმის ტიპის ქვეყანაში ინდივიდუალიზმი არც თუ ისე დაფასებულია. სწორედ ამიტომ ქვეცნობიერად გაუცხოების მომენტიც მაქვს, მაგრამ ვინაიდან ლიდერობა ჩემი პროფესიაა, გარემოსთან ადაპტაცია და ადეკვატურობაც მიხდება, ანუ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი კომუნიკაციის წარმოება საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვამხრივ სურვილიც არ მაქვს უმრავლესობასთან ურთიერთობის. იმდენად შევისწავლე ადამიანთა ფსიქოტიპები, რომ უკვე სურვილი აღარ მაქვს ბევრ ნაცნობთან ურთიერთობის, მოსაწყენი ხდება ურთიერთობა, როცა წინასწარ გაქვს შესწავლილი მოსაუბრის რეაქციები. მინდა უბრალოდ მარტივად ფიქრი შევძლო და სად შეიძლება კარგი ფსიქოლოგის ნახვა ან კარგ წინგს თუ მირჩევთ და თქვენს კომენტარსაც დაურთავთ ჩემს შესაახებ, დიდად მადლობელი დაგრჩებით.
პასუხი
- თქვენი მონათხრობის მიხედვით გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მეტად გაზვიადებული წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, რაც არის კიდეც თქვენი პრობლემის მიზეზი. თქვენ გვწერთ, რომ ბრძანდებით საკმაოდ ეგოცენტრული პიროვნება ე.ი. გახასიათებთ ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის უკიდურესობა. ამავე დროს გვწერთ, რომ ბრძანდებით თითქმის უნიკალური, მაგრამ უნიკალური ვერ იქნება მაქსიმალისტი ადამიანი. გვწერთ, რომ ლიდერობაა თქვენი პროფესია, მაგრამ ვინ გითხრათ, რომ ლიდერი აუცილებლად ეგოცენტრული უნდა იყოს? გაიხსენეთ ჰიტლერი, სტალინი, ნაპოლეონი... განა ამპარტავნებამ და ეგოცენტრულობამ არ დაღუპა ისინი?! გვწერთ, რომ გარემოსთან ადაპტაცია და ადეკვატურობაც გიხდებათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას აკეთებთ მხოლოდ კარიერისტული მიზნების მისაღწევად და არა შინაგანი სამყაროს დასამშვიდებლად. თქვენ შინაგანად არ ხართ ის პიროვნება, რადაც თავს ასაღებთ და როგორადაც ამ ეტაპზე მიგაჩნიათ თავი, რამაც გამოიწვია შინაგანი კონფლიქტი, ანუ კონფლიქტი საკუთარ თავთან. სწორედ ამის გამო დააფიქსირეთ გაუცხოების მომენტი და გაგიჩნდათ ფსიქოლოგთან მისვლის სურვილი. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და უკან არ უნდა დაიხიოთ.
თქვენ შეიძლება მართლაც ძალიან ნაკითხი და საკუთარი პროფესიის კარგი მცოდნე იყოთ, მაგრამ ეს სულაც არ გაძლევთ იმის საფუძველს, რომ თავი საუკეთესოდ მიიჩნიოთ. ასეთი შეხედულება საკუთარ თავზე, პირველ რიგში, თქვენვე შეგიქმნით პრობლემას და დიკომფორტს. ამაში, როგორც ჩანს, თავადვე დარწმუნდით. ძალიან კარგი იქნება თუ მიმართავთ ფსიქოლოგს. სამწუხაროდ, კონკრეტული პროვნებების დასახელებისგან თავს ვიკავებთ ხოლმე სხვადასხვა მოსაზრების გამო, მაგრამ საქართველოში იმდენი კარგი ფსიქოლოგი გვყავს, რომ არ გაგიჭირდებათ მათი პოვნა.
ჩვენი რჩევა იქნება გახდეთ უბრალო, გახსოვდეთ უნიკალურობა სიმარტივეშია. ნაკითხობა ძალიან კარგია და დასაფასებელი, მაგრამ ადამიანი ნაკითხობასთან ერთად განათლებულიც უნდა იყოს, ანუ სწორი დასკვნების გაკეთება და სწორად ცხოვრება შეეძლოს. ადამიანმა შეიძლება ბევრი უცხო და მაღალფარდოვანი სიტყვა იცოდეს, მაგრამ მთვარია სწორად ჰქონდეს გათავისებული მათი არსი. გიყვარდეთ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ადამიანები და ეს სიყვარული დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობების გაადვილებაში და სკუთარი თავის პოვნაში. როცა საკუთარ თავს იპოვით და თქვენი შინაგანი მე-სთვის აღარ იქნება თქვენი პიროვნება უცხო, აღარც საზოგადოებისთან მიმართებაში გექნებათ გაუცხოვების შეგრძნება.
კომენტარები (1)
ნოემბრინი
პორტნოის სინდრომი წაიკითხე :)
თარიღი : 09-04-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები