.დიდ ბოდიშს გიხდით, ადრეც დავსვი შეკითხვები ამასთა... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
commerce
07-05-2021

გამარჯობა.დიდ ბოდიშს გიხდით, ადრეც დავსვი შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი რა მჭირს ალბათ ნევროზი მაქ სულ ამაზე ვფიქრობ ,ადრე ასეთი რაღაცეები არ მჭირდა ხოლმე.მაქვს აკვიატებული ფიქრები ცოფზე, თან აცრილი ვარ სრული კურსით 5 თვის წინ ავიცერი. ღამე რამდენჯერემე მქონდა შემთხვევა, მე და ჩემს მეგობარს ღამურები ძალიან მოგვიახლოვდნენ და თავზე დაგვტრიალებდნენ, ცალკეც ყოფილა ეგ შემთხვევა როცა ღამურა ისე მომიახლოვდა რომ ლამის თავზე შემეხო. ძალიან მომრავლებული არიან ალბათ რომ დათბა მაგიტო. სულ ეს აზრები მაქ აკვიატებული რომ ღამურისაგან ცოფი გადამედება და დღეს თუ ხვალ რაღაც უბედურება მომივა. არ უკბენია ღამურას მაგრამ ლორწოვანზე თუ მოხვდება მისი ნერწყვი საშიშიაო (თუ მართლა ასე მოხდა და მე ვერ გავიგე ეს ჩატარებული აცრები აღარ დამიცავს?) როგორ მოვიქცე, ისევ წავიდე აცრაზე თუ უბრალოდ ირაციონალურია რასაც ვამბობ?

პასუხი
- უნდა გითხრათ, რომ ცოფის დამართნის თეორიული შანსი იმდენად მცირეა და იმდენად იშვიათია ეს დაავადება რეალურად, რომ ასეთი შიშით ცხოვრება არ ემსახურება არც სიფრთხილეს, არც გონივრულ თავდაცვას, გაინადგურებთ ფსიქიკას, ნერვულ სისტემას ამ თემაზე ასეთი დაუსრულებელი ფიქრით.
ჯერ ერთი ერთი წლის განმავლობაში სრულად დაცული ხართ ცოფისგან ვაქცინაციის სრული კურსის შემდეგ, სულაც ცოფიანმა ცხოველმა რომ გიკბინოთ.
მეორეც ღამურებისგან გამოტყორცნილი ნერწვით რომ ადამიანებს ცოფი გადაედებოდეთ, მაშინ მთელი კაცობრიობა აცრებზე უნდა დარბოდეს ამ შიშით. ფიქრები და აკვიატებული აზრები, რაც გაწუხებთ, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. ჩვენი რჩევა იქნება, რომ მიმართოთ ფსიქოლოგს და ფსიქიატრს. დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ ამ მდგომარეობასთან გამკლავება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად