, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. 1 წლის და 3 თვ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
commerce
05-05-2021

გამარჯობა, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. 1 წლის და 3 თვის ბავშვს გავუკეთე სისხლის საერთო ანალიზი, 1 წლის აცრა აქვს გასაკეთებელი, კბილები აწუხებს დიდი ხანია, ხშირად ცივდებოდა და ვერ ავცერი. ახლაც საღეჭი კბილები უჭრის. სისხლის საერთო ანალიზის ეს ცვლილებები რამდენად საშიშია? ლეიკოციტები 10,7 აქვს და ცოტა მაშინებს, ასევე ბევრი ცვლილებაა. რას მირჩევთ როგორ მოვოქცე, ამ სიტუაციაში არ ავცრა? ასევე მაინტერესებს ცოტა ხნით რომ გადავდო აცრა, როდემდე შეიძლება რიმ გაკეთდეს 1 წლის აცრა ისე რომ წლინახევრის აცრაც არ ჩაუვარდეს. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა წინასწარ.

პასუხი
-სისხლის საერთო ანალიზის ნორმა 1-6 წლამდე ბავშვებში ასეთია:
ჰემოგლობინი 110-140გ/ლ
ერითროციტები 3,5-4,5´1012
რეტიკულოციტები 3-12%
თრომბოციტები 160-390´109
ედს 4-12მმ/სთ
ლეიკოციტები 5-12´109
ჩხირბირთვიანები 0,5-5%
სეგმენტბირთვიანები 25-60%
ეოზინოფილები 0,5-7%
ბაზოფილები 0-1%
ლიმფოციტები 26-60%
მონოციტები 2-10%


რამე სერიოზული დარღვევა არ აღინიშნება, ლეიკოციტების მაჩვენებელი ამ ასაკისთვის ნორმის ფარგლებშიც, საყურადღებოა მხოლოდ ფერადობის მაჩვენებელი, რომელიც არ უნდა იყოს 0,8-ზე ნაკლები, ამ მიმართულებით გადაამოწმეთ სამომავლოდ ანალიზი. თუმცა ეს ვაცქინაციის უკუჩვენება მაინც არ არის. თუ ბავშვს რამე აწუხებს და გირჩევნიათ მცირე ხნით გადადოთ აცრა, ეს ვაქცინაცია არ გვიანდება, თუმცა ძალიანაც ნუ გადადებთ. ასეთ საკითხებზე თქვენს პედიატრს უნდა გაესაუბროთ და მასთან შეათანხმოთ ვადები.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად