, ბავშვი არის 2 წლის და 7 თვის. იანვარში გავუკეთე ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

commerce
19-04-2021

გამარჯობა, ბავშვი არის 2 წლის და 7 თვის. იანვარში გავუკეთე ანალიზი და ჰყავდა ჭია. დავალევინე დიკლინაპის სიროფი, შემდეგ 2 კვირაში ისევ გავუმეორე. შედეგი მქონდა, მაგრამ ახლა ისევ გაუჩნდა და მაინტერსებს ისევ იგივე წამალი რომ დავალევინო შეიძლება? ან სხვა რა შეიძლება რომ მივცე.

პასუხი
- მნიშვნელოვანია, რომელი ჭია ჰყავდა. დიახ, ისევ გაიმეორეთ. თუმცა იცოდეთ, რომ თუ ენტერობიოზი აქვს, მკურნალობა მასთან ერთად უნდა ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა, გარდა ამისა, აუცილებელია ჰიგიენის გაძლიერება, ბავშვები ძირს დაგდებულ საგნებს ხშირად იდებენ პირში, ამიტომ იატაკები ხშირად ალაგეთ სველი წესით ანტისეპტიკური ხსნარსი გამოყენებით, ხშირად დაბანეთ ხელები საპნით და ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა იბანოს ხელები საპნით, განსაკუთრებით ტუალეტის შემდგე, რადფან ჭიის კვერცხები მილიონობით არის სწორედ ტუალეტის სახელურებზე, ონკანებზე, უნიტაზებზე და ა.შ. ზოგს მიაჩნია, რომ მხოლოდ წყლის გადავლება საკმარისია ტუალეტიდან გამოსვლისას, მაგრამ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან საპნის გარეშე ხელი არ იბანება. წამლის მიცემის შემდეგ აუცილებლად გამოცვალეთ თეთრეული და ბავშვსაც გამოუცვალეთ ყველაფერი, გარეცხეთ მაღალ ტემპერატურაზე. გირჩევთ, პრეპარტის მიცემა გაიმეოროთ 14 დღის შემდეგ და კიდევ მეორედაც 14 დღის შემდეგ.
აამ ცხრილში ნახავთ, ჭიის სახეობის მიხედვით, როგორია გამეორების წესები.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად