.რა მცენარეა ჩია და როგორაა შესაძლებელი მისი გამოყ... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
24-03-2021

-გამარჯობა.რა მცენარეა ჩია და როგორაა შესაძლებელი მისი გამოყენება? რამდენად უსაფრთხოა? გმადლობთ

პასუხი
-ჩიას თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს და ამავე დროს ძალიან მცირე ოდენობით კალორიებს. მის შემადგენლობაში შედის ცილები, მცენარეული ცხიმები, ნახშირწყლები, ომეგა-3, A1, B1, B2, B3, PP, Kვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები.
ჩიას თესლი ანტიოქსიდატნების წყაროა, რაც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
ჩიას თესლი ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს, არეგულირებს სისხლის სიბლანტეს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.
ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის დღიური ნორმაა 1ან 2სუფრის კოვზი.
ჩიას თესლი სითხეში ფართოვდებს 10 -12-ჯერ. ამიტომ რეკომენდირებულია მიღებამდე ის ჩაალბოთ და დააცადოთ, რომ შეიწოვოს მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე.
1 სუფრის კოვზ თესლს ასხამენ 150 -200მლ ცივი ანადუღარი წყალს, რძეს ან ხილის წვენს და აყოვნებენ 15 -20 წუთი. მიიღებენ დღეში ერთჯერ.
ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ფაფებთან და სხვა საკვებთან ერთად.
ჩიას თესლის სამკურნალოდ გამოყენების შემთხვევაში არ არის სასურველი თესლის თერმული დამუშავება, რადგან ამ დროს ნივთიერებათა უმრავლესობა იშლება.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს გაზების დაგროვება, დიარეა, გამონაყარი კანზე. ასეთ შემთხვევებში მიღება არ არის რეკომენდირებული, ან საჭიროა დოზის შემცირება.
უკუჩვენება: არ არის სასურველი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება, რადგან არ არსებობს შესაბამისი გამოკველევების მონაცემები.
არ არის რეკომენდირებული მიღება დაბალი წნევის დროს.
არ მიიღოთ ასპირინთან ერთად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად