მოგესალმებით, ჩემი კითხვა არის ასეთი: მაქვს ხველის შეგრძნება, თუმცა არ მახველებს. მსგავსი შეგრძნება მქონდა დაახლოებით 1-2 კვირის წინაც, თუმცა ჩავთვალე, რომ მეჩვენებოდა. ბოლო 3 დღეა მაქვს მსგავსი შეგრძნება, ასევე 37 სიცხე, თუმცა ხშირად 37-ს აკლია რამდენიმე ხაზი, 37.2-ზე მაღლა არ ასულა (თუმცა, ამ მომენტში გავიზომე და 37.5 აჩვენა). ასევე, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში მაქვს ფილტვებში შეგრძნება (გულ-მკერდის არეში უფრო ხშირად), თითქოს ტკივილის, თითქოს წვის, თითქოს დაწოლის. მაინტერესებს შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს კოვიდის სიმპტომები, ან რაიმე სხვა? სუნთქვის გართულება არ მაქვს, არც მახველებს, გემო-სუნი მაქვს, არც თავის ტკივილს შევუწუხებივარ. მხოლოდ ის პრობლემები მაქვს რაც თავდაპირველად მოგახსენეთ. თუ შეიძლება კონკრეტული პროცედურებიც მიმითითეთ ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება დამჭირდეს (გარდა ექიმთან უშუალოდ წასვლისა), როგორიცაა მაგალითად რენდგენი, ან რაიმე სხვა, რელევანტური.
- დიახ, პირველ რიგში გაიკეთეთ სწრაფი ტესტი და გამორიცხეთ კოვიდი. თუ დადასტურდა, დანარჩენ კვლევებზე ოჯახის ექიმი გეტყვით. თუ ეს გამოირიცხა, გადაიღეთ რენტგენოგრაფია ფილტვებზე იმის დასადგენად, რატომ გაქვთ ხველა.