რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა. რადგან ზუსტად არ ვიცი რომელი კატეგორიის პრობლემა მაქვს მაინც პროქტოლოგიას მივუთითებ. ვარ 35+ მამაკაცი. პერიოდულად მაწუხებს ხოლმე მძიმე შეკრულობა, დეფეკაციის დროს მომდის სისხლიც. რამოდენიმეჯერ მუცლის შებერილობაც მქონდა. მაწუხებს გაზების გამოყოფა და ხან და ხან ეს უნებლიედ ხდება. ბოლო ორი კვირაა ანუსში მაქვს მტკივნეული შეგრძნებები, თითქოს გამუდმებით მინდა კუჭში გასვლა და გაზების გამოყოფა. თუ 2 დღე არ გავედი კუჭში ეს შეგრძნებები მინელდება ხოლმე. ეხლა კი გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ! მანამდე, ორი კვირის წინ, მასტურბაციის დროს დავკავდი ანალური სტიმულაციით. ორგაზმის განცდის შემდეგ ანუსში უცნაური შეგრძნება დამრჩა, თითქოს გამუდმებით მაქვს იგივეს გამეორების სურვილი, არა და ძალიან არ მინდა ეს ასე იყოს. რადგან ამას ქონდა ექსპერიმენტული სახე. რამოდენიმე თვის წინ, შარშან მსგავსი რამ მქონდა გაკეთებული (ანუ სულ მხოლოდ ორჯერ), მაგრამ ასეთი შეგრძნება არ დაუტოვებია. მაინტერესებს იწვევს თუ არა შეჩვევას ანალური სტიმულაცია და გავხდები თუ არა ამაზე დამოკოდებული, რადგან ეს შეგრძნება არ მცილდება სიმართლე გითხრათ ძალიან მაშინებს. სექსის სურვილი და აღგზნებადობა აღარ მაქვს, ძალიან ვღელავ და ვშფოთავ ამის გამო. დამეწყო ოანიკური ჰომოფობიური შიშები, მაქვს ფიქრები თითქოს ორიენტაცია შემეცვკება ამით, არა და ვაკვირდები და ინტერნეტში დღემდე მხოლოდ ქაკებს ვათვალიერებ და არასოდეს არ მქონია სურვილი ან ფანტაზია რაიმე სახის ინტიმური ურთიერთობა მქონოდა ჩემი სქესის წარმომადგენელთან. ძალიან მინდა გამიქრეს ეს შეგრძნებები. გთხოვთ როგორმე დამეხმაროთ, უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს. რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო ამ პრობლემაზე? გთხოვთ დამეხმაროთ.
პასუხი
- რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ არ გაქვთ რეგულარული სექსი და არ გყავთ სქესობრივი პარტნიორი, რომელთანაც თქვენს სექსუალურ ენერგიას დახარჯავდით. ამასთან ერთად გაქვთ სწორი ნაწლავის პრობლემები, რაც მკურნალობას საჭიროებს, ამისთვის პროქტოლოგთან ვიზიტია აუცილებელი. სექსუალური ფანტაზია არ ნიშნავს ორიენტაციის შეცვლას. თუ მაინც გრჩებათ კითხვები ამ თემაზე, ფსიქოლოგს უნდა გაესაუბროთ.