გამარჯობავარ 26 წლის, დაახლოვებით 2017-2018 წლის შემდეგ დამეწყო ნერვოზი. ზუსტად მახსოვს ყველაფერი დაიწყო ხელის ოფლიანობიდან. ნელ ნელა ფაქტიურად ჩავიძირე ამ ნერვოზში, მოვიარე ნერვოპათოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები საბოლოო ჯამში, მივხვდი რომ არაფრით მეხმარებოდა ეს ყველაფერი, არ მშველიდა მედიკამენტები, უბრალოდ მაბრუებდა და რეალობას მწყვეტდა.წამლები: ნერვოპათოლოგებთან ვიზიტების შემდეგ:ეტაპი:1 გრანდაქსინიამვა ნაითი (საძილე)ეტაპი 2:- დიაზეპამი 1/1- ვალიუმი- და კიდე რაღაც.ფსიქიატრთან ვიზიტის შემდეგ:2 სხვადასხვა წამალი, რომლესაც 1/8 ვსვავდი, ზუსტად აღარ მახსოვს.ფსიქოლოგთან ვიზიტის შენდეგ:სუფთა ჰაერი, ბაკურიანი, ზღვა, ცურვა, საუნა. პარალელურ რეჟიმში დავიწყე ქართული მეთოდით ჩემი თავისგანკურნება ,,დალევით", რომ მივხვდი რომ ეს უფრო მაზიანებდა და ,,გადადების" პროცესი იყო, ვებრძოლე ისევ ჩემს თავს და მოვიშორე ეს მავნე ჩვევაც. გავეცანი აბსოლიტურას ყველა აშლილობას, ფსიქოტიოებს, რაც ხელმისაწვდომია ვიკიპედიაზე. ამან შიზოიდიც გამხადა ) ვერ ვგუობ სხვა არსებას ჩემსგვერდით გარდა სასურველი ქალისა. უდიდესი ძალისხმევა გამოვიჩინე და შევიცვალე აფსოლიტურად ყველაფერი. ფაქტიურად სხვა ადამიანი დავბადე ჩემში, დღეს დღეობითაც ავდექი და მთლიანად მოვწყდი ჩემს ცხოვრებას და გადავბარგდი ევროპაში. ადგილის ცვლილებამ დიდი შედეგი მომცა, ცოტა თვალებიდან გამომახედა და ა.შ. მაგრამ მაქვს პანიკური შეტევები, (კბილების კრაჭუნი, 1 წამში გატყორცნილი 1000 აზრი, ფიქრი და შიშზე აყოლა, პატარა ხმებზე დიდი რეაგირება, უჰაერობის შეგრძნება) ოდნავ მოვადუნებ თუ არა ყურადღებას ისეთი კითხვები მიჩნდება, რომელსაც მე კი არა, ვერცერთი მოკვდავი ადამიანი ვერ გასცემს პასუხს.. ამავდროულად, ვარ სრულიად ფუნქციონალური მამაკაცი. სრულიად ვაკმაკოფილებ ყველანაირ ანსპექტს. ფაქტიურად ამ ჩემსთავთან ჭიდილმა ისე დამღალა, თითქოს ბოლო აღარ უჩანს ამ ყველაფერს. მაინტერესებს გამოცდილი ადამიანის, მართლაც ბრძენი ადამიანის პასუხი.ნერვოზი ოდესმე განიკურნება? თუ ეს არის ჩემი ცხოვრების განაჩენი?
-ნევროზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და თან მკურნალობა კომბინირებულია- მედიკამენტები, ფსიქოთერაპია, აუტოტრენინგი, ცხოვრების ჯანსაღი წესი-სწორი კვება , სპორტი, ჰობი (საყვარელი საქმით დაკავება, მაგალითად ხატვა, ძერწვა და სხვა).