, ფეხი ამისრიალდა და ძაან ცუდად დავეცი, მაშინვე და... | ტრავმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ტრავმატოლოგია

კატეგორია - ტრავმატოლოგია

01-08-2020

-გამარჯობა, ფეხი ამისრიალდა და ძაან ცუდად დავეცი, მაშინვე დავიდე ყინულები, წავედი ეწიმთან გადამიღეს რენტგენი და ნაღრძობიაო. მაქსიმუმ 12 დღე მითხრეს და უკვე 1 თვე გავიდა თითქმის. ბოლო 4-5 დღეა ვადგამ მაგრამ კოჭლობით დავდივარ მაინც მაქვს ტკივილი. ლიოტონი მქონდა დანიშნული რაღაც მალამოსთან ერთად( სამწუხაროდ სახელს ვერ ვიხსენებ) ახლა ტრაუმელს ვისმევ მაგრამ დიდად ვერ მშველის დაახლოებით 20 დღე ფიქსატორი მეკეთა და ვიწექი. წვივის ნაწილი მტკივა და კოჭი ანუ სავარაუდოდ რომელ მხარესაც დავეცი და +დაჭიმულობასავით მაქვს, კიდევ + ოდნავ შესიება არის ისევ (((იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო რომ ეს შესიება და ტკივილის გრძნობობა დაჭიმულობასთან ერთად გამიქრეს და სრულფასოვნად შევძლო სიარული. მადლობა

პასუხი
-საერთოდ იმობილიზაციის შემდეგ რეკომენდებულია რეაბილიტაციის კურსი, რაც მოიცავს მასაჟებს, აბაზანებს, ფიზიოპროცედურებს.
სახლის პირობებში შეიძლება გაიკეთოს ზღვის მარილის აბაზანები -3 სუფრის კოვზი ზღვის მარილი(აფთიაქში იყიდება) გახსენით 5ლ თბილ წყალში(მოცულობის გაზრდა შეგიძლიათ პროპორციულად) და მოათავსოს კიდური 10-15 წთ -20 დღის მანძილზე.
დღეში 2-ჯერ შეიზილოს მაგ; ალგესტინ გელი 2კვირის მანძილზე.
ამ პერიოდის გავლის შემდეგ საჭიროა კიდურის ვარჯიში.
პარალელურად გირჩვეთ, მდგომარეობის შეფასების მიზნით ტრავმატოლოგთან ვიზიტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად