-ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პომიდორიც, ორგანიზმისთვის სარგებლის მომტანია, მაშინ, თუ ის არის ბიოლოგიურად სუფთა ანუ არ შეიცავს ნიტრატებს და სხვა ჯანმრთელობის საზიანო ნივითერებებს, რომელსაც იყნებენ მისი მოყვანის პროცესში.
რაც შეეხება პომიდვრის კანს, ის არის უხეში მცენარეული ბოჭკო, რომელსაც მართალია ორგანიზმი არ ითვისებს, მაგრამ ის გადის ტრანზიტით ნაწლავის გავლით და ასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას: მაძღრობის შეგრძნებას ქმნის, ნაწლავების მოქმედებას ასტიმულირებს და უჯრედისი ზოგიერთი ნივთიერების შეწოვას უშლის ხელს - ამცირებს ორგანიზმზე ქოლესტერინულ დატვირთვას და ბლოკირებას უკეთებს გლუკოზის შეწოვას სისხლში.
მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს თხელკანიან პომიდორს.