მოგესალმებით,4 თვის ბავშვს მკერდზე მხოლოდ ცალ მხარ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

commerce
24-07-2020

მოგესალმებით,4 თვის ბავშვს მკერდზე მხოლოდ ცალ მხარეს (მარცხნივ) აქვს ჩაღრმავება და ფერიც განსხვავებულია. ამავე მხარეს ხელით ისინჯება კვანძი. ბავშვი ტკივილს ან დისკომფორტს არ გამოხატავს. მაინტერესებს რამდენად საყურადღებოა და აუცილებელია თუ არა ექიმთან ვიზიტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში რომელ ექიმთან უნდა დავგეგმო კონსულტაცია? ( პედიატრმა ნახა უკვე)

პასუხი
- მკერდის ასეთი ცვლილებები ახალშობილობის ასაკში ფიზიოლოგიური მოვლენაა - სარძევე ჯირკვლების გადიდება ან სიმაგრეები, რაც შეიძლება იწვევდეს მკერდის დვრილის ასეთ ცვლილებასაც, ზოგჯერ აღენიშნებათ ხოლმე პატარებს (როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებსაც) და უკავშირდება ე.წ. ჰორმონულ კრიზებს ანუ დედის ორგანიზმიდან ბავშვის ორგანიზმში გადასულ ქალურ ჰორმონებს. მკერდის შესიება იწყება ხოლმე მე-3-მე-4 დღიდან და მაქსიმუმს აღწევს მეორე კვირის ბოლოს, მესამე კვირიდან კი თავისთავად იწყებს უკუგანვითარებას და ყველაფერი ნორმა სუბრუნდება. ასეთ დროს ჩარევა საჭირო არ არის, მაგრამ რადგან თქვენს შემთხვევაში გაცილებით მეტი დროა გასული, გირჩევთ აჩვენოთ პატარა ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად