.მყავს 3 თვის შვილი ბუნებრივ კვებაზე.ღამით ძინავს ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

28-06-2020

გამარჯობათ.მყავს 3 თვის შვილი ბუნებრივ კვებაზე.ღამით ძინავს ძალიან კარგად.3 საათში ერთხელ იღვიძებს ჭამისთვის და მაშინვე იძინებს.9 საათიდან დილის 7მდე ძინავს.დღის განმავლობაში მხოლოდ საწოლის რწევით იძინებს და ძალიან ზერელედ.ყოველ 10-15 წუთში იფხიზლებს.ფაქტიურად ძალით ვაძინებ 2 საათი მაინც.მთელი დღე საწოლთან ვუზივარ რომ ვარწიო და ვაბრუნებინო ძილი.ღვიძილის პერიოდი 1 ან 1.5 საათი აქვს.საწოვარასაც ვიყენებთ ძილის დროს.რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ბავშვმა რომ ღრმად ჩაიძინოს?

პასუხი
ძილის დროს.რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ბავშვმა რომ ღრმად ჩაიძინოს? -კარგია თუ დღისით სუფთა ჰაერზე დააძინებთ. სამი თვის ბავშვს სიფხიზლის პერიოდი ეზრდება და მას სძინავს დაახლოებით 10-11 საათი (24 საათიდან) დანარჩენ პერიოდი კი ფხიზლადაა. რაც შეეხება დღის ძილს, ამ ასაკის ბავშვს 3-ჯერ უნდა ეძინოს. როგორც გითხარით, კარგია თუ დააძინებთ ჰაერზე. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და შესაძლებელია 30 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდებოდეს. უფრო ხანმოკლე ძილის შემთხვევაში უნდა შევეცადოთ, რომ ძილი შევუბრუნოთ. მაგრამ თუ ვერ მოახერხებთ, ძალდატანება არაა საჭირო. მოეფერეთ, ტკბილად და მშვიდად ელაპარაკეთ ან უმღერეთ და წესით ცოტა ხანში დაიძინებს.
ტეგები: ბავშვი ძილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად