რა ვიტამინებს მირჩევთ სიმაღლეში გასაზრდელად ასევე ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-06-2020

-რა ვიტამინებს მირჩევთ სიმაღლეში გასაზრდელად ასევე წონაში მოსამატებლად

პასუხი
-ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ვიტამინების ყველა კომპლექსი უწყობს ხელს. ე.წ. "ზრდის ვიტამინები" სარეკლამო განაცხადია მხოლოდ.
პირველ რიგში უნდა შეფასდება ზრდის ზონების მდგომარეობა და გაირკვევა რამდენად გაქვთ სიმაღლეში ზრდის შანსი. პარალელურად გირჩევთ იაროთ ცურვაზე, ზრდისთვის განსაკუთრებით რეკომნდებულია ბრასით სტილით ცურვა, მნიშვნელოვანი ძილის რეჟიმის დაცვა, დროიულად დაწოლა და ღამის 8სთ-იანი ძილი და რა თქმა უნდა ბალანსირებული კვება.
მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდნენ. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით. სიმაღლეში ზრდისათვის ამ უკანასკნელის ოდენობა დღეში დაახლოებით 1,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს. ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ -შვრიისა, ბრინჯისა, ხორბლისა (და არა მანანისა).
მოზარდი ორგანიზმისათვის აუცილებელია კალციუმი. ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა.
ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი საკვები -ხაჭო, ყველი, რძე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეში ზრდისათვის. ბევრი ცილა და ზრდის ვიტამინი Aმოიპოვება ყვითელი და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში -სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ბულგარულ წიწაკაში, მაყვალში, მოცვსა და მოცხარში.
პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც.
რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი ჭარბი მიღება აფერხებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. მოზარდი უნდა მოერიდოს
ალკოჰოლსა და თამბაქოს;
ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს;
ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებენ ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლიან მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.
რაც შეეხება სიგამხდრეს, ინფორმაცია და რჩევები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=155141
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად