რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ. ძალიან მაწუხებს და მინდოდა გამეგო საშიშია თუ არა თან ეხლა ვიმყოფები გემზე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. საქმე იმაშია რომ ყოველი მასტურბაციის შემდეგ მტკივა წელი და ცოტათი გადადის ფეხზე მიშეშდება ხოლმე და ეს რაიმე კავშირშია ან რა მოვიმოქმედო შეგიძლიათ მითხრათ. გმადლობთ.
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ზოგადად, წელის ტკივილი არ არის დაკავშირებული მასტურბაციასთან. ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს საშარდე გზების ან თირკმლების ანთებითი პროცესი, ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს პროსტატის ჯირკვლის ანთება. მდგომარეობა არ არის საშიში, მაგრამ თქვენ გესაჭიროებათ შარდის საერთო ანალიზი, თირკმლების და საშარდე გზების ექოსკოპია, პროსტატის ჯირკვლის ექოსკოპია და პროსტატის წვენის ბაქტერიოსკოპია. ცვლილებების გამოვლენიის შემთხვევაში უნდა შეირჩეს სათანადო მკურნალობა.