ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
პასუხი: ზოგადად, 31 კვირის ვადაზე საშვილოსნოს ყელის სიგრძე 30მმ არ არის საშიში, რადგან ამ ვადიდან ყელის სიგრძე იწყებს თანდათან დამოკლებას და მშობიარობის მომენტისთვის სრულად იხსენება. მაგრამ უფრო ადრეულ ვადაზე ყელის დამოკლება შესაძლოა მიანიშნებდეს ნაადრევ მშობიარობაზე, ამიტომ თქვენ გესაჭიროებათ საშვილოსნოს ყელის სიგრძის კონტროლი ექოსკოპიურად და უფეო მეტად დამოკლების შემთხვევაში აუცილებელია მეანის გასინჯვა. ამ ეტპზე საშიში არაფერია, თუმცა საჭიროა დაკვირვება დინამიკაში.