, მაქვს სებორეა ქრონიკული, მიმკურნალია, როზამეტის,... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

07-04-2020

გამარჯობა, მაქვს სებორეა ქრონიკული, მიმკურნალია, როზამეტის, ტუნაზოლის, ელიდელის კრემებით, რასაც დამინიშნავს ექიმი, რაღაც პერიოდი აღარ მაწუხებს, თუმცა მერე ისევ. ახლა წინა წლის შემდეგ დამეწყო სადღაც იანვარში, და ამის შემდეგ ვიმკურნალებ გამივლის და შემდეგ ისევ, ახლა დამიწითლდა ლოყები მექავება საშინლად, დავიწყე ელიდელის წასმა, სავარაუდოდ გამივლის მაგრამ როგორ უნდა შევაჩერო რომ ისევ არ დამეწყოს უკვე აღარ ვიცი, მუდმივად ამ კრემების წასმა ხომ არ შეიძლება. იქნებ რამე მირჩიოთ , მადლობა

პასუხი
-ქრონიკული სებორეა, ქრონიკული დაავადებაა და ახასიათებს პერიოდული გამწვავებების და რემისიის პერიოდი. მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს დაავადების გამომწვევი მიზეზის და დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით. მკურნალობის გარდა აუცილებელია ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგება, სხვადასხვა სახის ალერგენსა და სტრესფაქტორთან კონტაქტის თავიდან აცილება, რაციონიდან კვერცხის, ნიგვზის, მაიონეზის, ყავის, შოკოლადის, ციტრუსების, ბულიონების, გაზიანი სასმელების ამოღება. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ფიბრინული ბოჭკოების შემცველი საკვებით (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული), რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის მოწესრიგებას. ასევე მნიშვნელოვანია საკმარისი ოდენობის სითხის მიღება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ტკბილი წვენები და არც მინერალური წყლები. საუკეთესოა დღის განმავლობაში მიიღოთ 6-8 ჭიქა წყალი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად