მოგესალმებით, ორითვეა რაც დაბალი სიცხეები მაქვს დაიწყო თებერვლიდან მაშინ ხშირი შარდვა მაწუხებდა შარდის ანალიზი სუფთა იყო თირკმელაში შეინიშნებოდა პატარა 2 მილიმეტრიანი ქვიშა რომელზეც მიითხრეს წლის სმით გამოვაო,მაშინ სიცხე 37.2, 37.1 მქონდა და ექიმმა თქვა ყურადღება არ მიაქციო არ ითვლება სიცხედო, ორკვირაზე მეტია დილით სიცხე არ მაქვს ადრე ასე 7 საათზე, ხოლო შემდეგ ამდის 37.4;37.6 ამდე ყველაზე მაღალი სწორედ ეს არის დაფიქსირებული სიცხე 37.6 ასე შუადღის 5 საათზე ფიქსირდება სიცხის პიკი. გავიკეთე შარდის და სიახლის ანალიზი თავიდან, ღვიძლის ფუნქციაზე აელტე, აგრეთვე ეპშტეინ ბარის ვირუსზე იმუნოგლობულინი M , ფარისებრ ჯირკვალზე თიესეიჩი, აბსოლუტურად ყველაფერი სუფთაა, ნორმის ფარგლებში ყველაფერი, ციკლიც ჩვეულებრივ მომდის, თქვენთან ვნახე რომ შეიძლება ნახევარი აბი ასპირინის დალევა და ნახევარი საათის მერე სიცხემ თუ არ დაიწია მაშინ ნერვული ფონია, ვცადე და არ დამიწია, ყველა გამოკვლევას ვერ ვიტარებ ასეთ სიტუაციაში, აღსანიშნავია რომ არც ხველა მაქვს არც ცემინება, არც ყელის ტკივილი. ექიმმა ხელით შემიმოწმა ჯირკვლები , ყელში ჩამხედა და არ მაქვს გლანდები, ფილტვებზე მომისმინა და არ მაქვს ანთება და აგრეთვე, ხელით შემიმოწმა მუცელი რომელიმე ადგილი ხომ არ იყო გადიდებული რომელიმე ორგანო, არაფერი არ მტკივა და მაწუხებს, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ რომ ვერც ერთი ექიმი ვერ იგებს და მჭირს, იქნებ როგორმე დამეხმაროთ, მდლობა.
პასუხი
ექიმი გინეოკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
პასუხი: ზოგადად, ტემპერატურის მიზეზი უამრავია, მაგრამ თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე გამორიცხულია, პრაქტიკულად, ყველა დაავადება. თუმცა, შესაძლებელია ტემპერატურა დაკავშირებული იყოს ასიმპტომურ ბაქტერიურიასთან, ამისთვის საჭიროა შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის გაკეთება გარდა ამისა რეკომენდებულია გინეკოლოგის გასინჯვა, რომ გამოირიცხოს საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი პროცესი, რაც ასევე შეიძლება გახდეს ტემპერატურის მომატების მიზეზი. და ბოლოს, გირჩევთ ჩაიტაროთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის (ოტორინოლარინგოლოგის) კონსულტაცია, რადგან, საკმაოდ ხშირად ასეთი ცხელების მიზეზი ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი ან ლარინგიტია.