ლალი ფხალაძე რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი
პასუხი: მენსტრუაციის გადაცდენა მიუთითებს საკვერცხის დისფუნქციაზე, რაც ჰორმონული დარღვევებითაა გამოწვეული. რადგან ამხელა გადაცდენა პირველად გაქვთ, დღევანდელი სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე საფიქრებელია რომ დაგერღვათ პროლაქტინის სეკრეცია, ეს ჰორმონი იმატებს სტრესის დროს და იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას. საგანგაშო არაფერია. ასეთ დროს ვაკეთებთ ექოსკოპიას და სისხლის ჰორმონულ ანალიზს. ექიმი გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტავს რომელი ჰორმონის განსაზღვრა სჭირდება პაციენტს.ზოგადად გინეკოლოგიურ სავარძელზე ქალიშვილების გასინჯვა შეიძლება, არსებობს სპეციალური ქალიშვილების სარკეები, ასევე ხდება უკანა ტანიდან (სწორი ნაწლავიდან) გასინჯვა. მაგრამ მენსტრუაციის რიტმის დარღვევის-გადაცდენების დროს , ქაალიშვილების გასინჯვა გინეკოლოგიური სავრძელზე არააა საჭირო.