ვარ 19 წლის. თავის (მარცხენა) ცალმხრივი ტკივილი მ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

22-03-2020

გამარჯობა ვარ 19 წლის. თავის (მარცხენა) ცალმხრივი ტკივილი მაქვს უფრო სწორად ფეთქვას ვგრძნობ და ყრუ ტკივილს, ხან წერტილოვან ტკივილსა და წერტილოვან წვას. არასდროს არ ამტკივებია გაუსაძლისად ან იმდენად ძლიერად,რომ გამაყუჩებლის დალევის სურვილი გამჩენოდა მაგრამ ეს სიმპტომი ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. ასევე მაქვს მარცხენა თვალის ცოტა ტკივილი და წვის შეგრძნება,როდესაც გარეთ გავდივარ ცრემლდენაც მახასიათებს. წამოდგომის დროს თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს და კიდურებში სისუსტეს ვგრძნობ რაც აქამდეც შემიმჩნევია მაგრამ ხშირად არა.განსაკუთრებით სწრაფი წამოდგომის დროს მემართებოდა. სიმაღლეში ვარ 1.93 სმ მაქვს ასევე ცვირში გაჭედვა ხან მარცხენა ხან მარჯვენა მხარეს.ორმხრივი არ მაქვს(ძალზედ იშვიათად). ეს სიმპტომები გრძელდება 1 თვეა.ამ პერიოდის განმავლობაში 1 კვირა გამიარა მაგრამ ისევ დამეწყო.მინდა ავღნიშო,რომ ხშირად არ ვიფარებდი ქუდს გარეთ გასვლის დროს სიცივეში. შეგიძლიათ მითხრათ მიახლოებით ეს სიმპტომები რას ახასიათებს? და ასევე ძალიან მაინტერესებს ექიმთან მისვლის დროს არის შანსი თუ არა ვერ მიხვდეს საფუძვლიან(რეალური) მიზეზს.ანუ თქვას,რომ არ არის საჭირო მაგნიტო რეზონანსული ტომაგრაფია და რეალურად სერიოზულ მიზეზთან გვქონდეს საქმე? ანუ ანამნეზის აკრეფვა და გასინჯვა სრულიად საკმარისია ზუსტი დიაგნოზის და პასუხის მიღებისთვის?ძალიან გთხოვთ ამომწურავად გამეცით ამ 2 შეკითხვაზე პასუხი.დიდი მადლობა ყურადღებისათვის

პასუხი
-თვალიდან ცრემლდენის და ცხვირის გაჭედვის მიზეზი ალერგია იქნება. რადგან მხოლოდ ერთი თავე გრძელდება, სეზონური ალერგია იქნება. უნდა დადგინდეს რაზე გაქვთ ალერგია და ამ პერიოდში უნდა სვათ ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებები. სწრაფად წამოდგომის დროს თავბრუსხვევის მიზეზი შეიძლება იყოს წამოდგომის მომენტში არტერიული წნევის დაქვეითება. ეს კი შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას. მარცხენა მხარე ყურის ტკივილი და ფეთქვის მიზეზი ან ყურია, ან კბილია. ანამნეზის შეკრების და გასინჯვის შემდეგ ექიმი დასვამს დიაგნოზი და დანიშნავს მკურნალობას ან საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს დამატებით კვლევას .
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად