- ჰირსუტიზმის მიზეზების დასადგენად უნდა მიმართოთ ექიმს. დიაგნოზს სვამენ ექიმი ენდოკრინოლოგი და ექიმი გინეკოლოგი კვლევის სპეციალური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდებია:
• სისხლის შრატში ტესტოსტერონის განსაზღვრა;
• სისხლის შრატში დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის (DHEA) განსაზღვრა - ამ გამოკვლევის პასუხი თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეტორული აქტივობის მაჩვენებელია;
• ანდროსტენდიონის განსაზღვრა შრატში - მისი შემცველობის მომატება საკვერცხეების დაავადებზე მიანიშნებს;
• 17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა შრატში - მისი დონე იმატებს სხვადასხვა ფერმენტის უკმარისობისას;
• კორტიზოლის განსაზღვრა - შრატში ამ ჰორმონის კონცენტრაცია იმატებს იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს;
• გონადოტროპინების განსაზღვრა - მალუთეინიზებელი ჰორმონის ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონთან შეფარდების შედარებითი მატება საკვერცხეების პოლიკისტოზზე მიუთითებს.
ამ საკითხში უკეთ გარკვევისათვის გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ლალი ჩხიკაძის სტატიას „ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი - პრობლემის მოგვარების გზები და საშუალებები “