მოგესალმებით! მოგიყვებით ჩემი პრობლემის შესახებ, რ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
21-01-2020

-მოგესალმებით! მოგიყვებით ჩემი პრობლემის შესახებ, რაც ძალიან მაწუხებს. ვარ 34 წლის, გათხოვილი... ალბათ ორი წელი იქნება რაც მაწუხებს მუცლის შებერილობა, რაც უცებ დამემართა და ბოლო თვეებია უკვე ძალიან შემაწუხა. რა საკვებიც არუნდა მივიღო, მაინც მიგროვდება ნაწლავებში ჰაერი, ოდნავ ღრმად ამოსუნთმთქვაზე პირიდანაც ამომდის ხოლმე. ხშირად მუცლის თუ ნაწლავების ტკივილსაც ვგრძნობ, ასევე ხშირია მუცელში ხმაურიც. განსაკუთრებით საღამოს საათებში მემართება ასე. კუჭის მოქმედება ნორმალური მაქვს, არც კუჭის სიმძიმეს ან ტკივილს ვუჩივი. ასევე, გადავიღე მუცლის ღრუს ექოსკოპია და არცერთ ორგანოზე პრობლემა არ მაქვს. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ასე გამუდმებით ჰაერის წარმოქმნის მიზეზი ნაწლავებში და ვის უნდა მივმართო? და კიდევ მაინტერესებს ზონდის გადაყლაპვით არის მარტო შესაძლებელი ნაწლავების გამოკვლევა, თუ ისედაც შეიძლება ექიმი მიხვდეს ამის გამომწვევ მიზეზს? მადლობა.

პასუხი
-ამგვარი ჩივილები ახასიათებს კუჭ- ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებს -საჭმლის მონელების პროცესების დარღვევას, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობას, ნაწლავთა მოტორული აქტივობის დაქვეითებას...
საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა: გასტრიტი, დუოდენიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ჰეპატიტი, ასევე -შეწოვის დარღვევა, დისბაქტერიოზი, განსაზღვრულ ფერმენტების უკმარისობა .
დიაგნოსტიკისთვის გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.
გამოკვლევის მეთოდებია: რენტგენოკონტრასტულ კვლევა (ბარიუმის ფაფით), გასტროსკოპია, ექოსკოპია....
კუჭის დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა გასტროსკოპიის გარეშე შეუძლებელია. ზოგჯერ ინფორმაციული შეიძლება რენტგენოლოგიური კვლევაც აღმოჩნდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად