ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
პასუხი: სქესობრივი კონტაქტის შემდეგ სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ტკივილი, წვა დაკავშირებულია რაიმე ინფექციასთან, საშვილოსნოს ყელის დაზიანებასთან. რაც შეეხება დეფეკაციის სურვილს, ეს შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიურიც. თქვენ გესაჭროებათ ნაცხის ბაქტერიოსკოპია, კოლპოსკოპია, პაპ ტესტი, რათა დათვალირდეს და შეფასდეს საშვილოსნოს ყელი, დადგინდეს რა ინფექციებითაა გამოწვეული თქვენი ჩივილები, ასევე საჭიროა ექოსკოპიის ჩატარება, რომ შეფასდეს საშვილოსნოს და დანამატების მდგომარეობა და გამოირიცხოს ორგანული პათოლოგია.