მოგესალმებით, დამიდგინდა ქლამიდია და ურეოპლაზმა, ა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

27-12-2019

მოგესალმებით, დამიდგინდა ქლამიდია და ურეოპლაზმა, ამის შემდეგ ჩავიტარე მკურნალობა, მეუღლესთან ერთად: მოქსინი 10 დღე, კლინიზოლის სანთელი 10 დღე, გერალი 5 დღე, მიკოფლუ 3 დღე. ამის შემდეგ არის თუ არა შანსი რომ ეს ინფექციები გამქრალიყო? დაავადების ხანდაზმულობის შემოწმება არის როგორმე შესაძლებელი, რომ ქრონიკულ დაავადებაში არ იყოს გადაზრდილი. მადლობა წინასწარ.

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: თქვენ ჩაგიტარდათ ეფექტური მკურნალობა, რის ფონზეც განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია. საკონტროლო ანალიზების გაკეთება შესაძლებელია მკურნალობის დასრულებიდან 3 კვირაში. ანალიზების მიხედვით შესაძლებელია ურეაპლაზმის არსებობა-არარსებობის დადგენა. რაც შეეხება ქლამიდიას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში ანტისხეულების განსაზღვრა. კეთდება ანტისხეულების რამდენიმე კლასის დადგენა - A, M და G კლასის. მათგან საყურადღებოა M კლასის ანტისხეულები, რომლებიც მიანიშნებენ ინფექციის სიმწვავეზე, რაც ხშირად ხდება ორსულობის სხვადასხვა გართულების მიზეზი. G კლასის ანტისხეულები მიუთითებენ გადატანილ დაავადებაზე, ხოლო A კლასის - დაავადების ხანდაზმულობაზე. როგორც წესი, A და  G კლასის ანტისხეულების შემთხვევაში მკურნალობა არ ტარდება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად