რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ.გესტაციის ვადით,(ბოლო მენზის პირველი დღიდან)ორსულობა არის 35 კვირა.მაჩვენებლები კი ასეთია: BPD-9.0 HC-33.2 AC-32.0 FL-6.5 ნაყოფის სავარაუდო წონა 2.600გრ.სიმაღლე 46-48 სმ. ძალიან გთხოვთ მითხრათ,ფეტომეტრიის ეს მონაცემები ზუსტად რამდენი კვირის ორსულობას შეესაბამება?წესით მგონი უფრო დაბალი მაჩვენებლები ხომ უნდა მქონდეს?რეალურად ორსულობა დგება მენზიდან მე-3 ან მე-4 კვირას და ნუთუ ეს ბოლო მენზამდე ჩასახვაა?გთხოვთ გემუდარებით,ამომწურავად მიპასუხეთ.დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დათოშვილი
პასუხი: ჩასახვა ხდება ოვულაციის პერიოდში, რომელიც ყველა ქალს ინდივიდუალური აქვს. ზოგჯერ, შესაძლოა მოხდეს გვიანი ოვულაცია. ორსულობის გესტაციური ვადა (ანუ ჩასახვიდან) ყოველთვის არ ემთხვევა ხოლმე ფეტომეტრიულ ვადას (ანუ ნაყოფის ზომების მიხედვით ვადას). თქვენ შემთხვევაში ნაყოფის პარამეტრები შეესაბამება ნორმას.