/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია
კატეგორია - ფსიქიატრია
ფასიანი
თარიღი : 27-10-2019
გამარჯობა, მოკლედ მქონდა სოციოფობია (ანუ სულ მეფიქრებოდა ის რასიტყვის ეს რო ვუთხრა იმან რატო ჩაიცინა მაშინ იმან ეს რატო თქვა და ასეთი აუტანელი აზრები)სადღაც 1 წელი და შემდეგ მარტო რომ დავიწყე ცხოვრება დამეწყო იპოქონდრიაც ანუ ჯამრთელობაზე ძალია ჩაციკლული ვიყავი სადღაც თვენახევრის წინ მოვწიე მარიხუანა(პირველად ცხოვრებაში) დამეწყო პანიკური შეტევა მეგონა რო გულზე მომდიოდა რაღაც რამდენიმე დღის მერე ისევ გამიმეორდა უკვე ტრანსპორტში მომივიდა იგივე, შემდეგ ინფორმაციას ვიძიებდი ინტერნეტში და შიზოფრენიაზე და ფსიქოზებზე რომ ვუყურებდი მერე გაგიჟების მეშინოდა შემდეგ ისევ გულის შიშზე გადმოვერთე ბოლო რამდენიმე კვირაა შედარებით კარგად კი ვიყავი მაგრამ ორი დღის წინ გულის ცემას ვუსმენდი და გავიგე რომ თითქოს გულის რიტმი არეული იყო ანუ არითმია მქონდა და მაგაზე კიდე პანიკური შეტევა მომივიდა. მოკლედ რა მაინტერესებს როგორც გავიგე კანაბინოიდებს ანუ რაც მარიხუანაშია შეუძლიათ შიზოფრენიის და ფსიქოზების განვითარება მოკლედ ფსიქოზი თავიდანვე უნდა გამვითარებიდა ანუ მეორე დღესვე თუ შეიძლება მაგალითად ხუთი თვის მერე გამივითარდეს. მინდა ავღნიშნო, რომ აქამდე არანაირი ჰალუცინაცია არანაირი ხმა თავში ან მასეთი რამე არგამიგია საერთოდ.
პასუხი
- თქვენ რასაც ყვებით, ეს არ არის ფსიქოზი, თქვენ გაქვთ ნერვული აშლილობა. საჭიროა ვიზიტი გამოცდილ ნევროლოგთან. გულის რითმის არევა ნევროზის ფონზე ძალიან ბუნებრივი ამბავია და ამაში საშიში არაფერია. ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ მარიხუანას მოხმარებას, გირჩევთ არ გაეკაროთ არასოდეს ნარკოტიკს. მიდით ნევროლოგთან და იმკურნალეთ. ყველაფერი დალაგდება.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 26-07-2025

გამარჯობათ. 2-3 წლის წინ ფსიქიატრმა OCDზე (აკვიატების) დიაგნოზი მომცა, დავიბადე ამით მამის მხრიდან. ამ ბოლო დროს უფრო ადვილად ვღიზიანდები ვიდრე ადრე. ოთხი კვირაა რაც ხანდახან, ჩემს ფავორიტ თემებზეც ვღიზიანდები - მუსიკაზე, თამაშზე, ასე შემდეგ. არის თუ არა შესაძლებელი რომ ცვლილებები ხდება ჩემს პიროვნებაზე, ან თუ არის შესაძლებელი, რომ უბრალოდ უარესდება ჩემი აკვიატება? ასევე, ვატყობ რომ ხშირად სხვადასხვა დაავადებებს "ვბაძავ." მაგალითად, ხშირად უვნებურად თავი მიმოძრავებს, როგორც ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანს. ნებისმიერს რომელსაც "ვბაძავ" ან მოტორულია ან მენტალურ უნარს ეხება. იმედი მაქვს რომ ამ დეტალებით უფრო სრული, თუნდაც არა მაინცდამაინც ზუსტი დიაგნოზი გამიკეთოთ.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 20-07-2025

გამარჯობა. პათოლოგიურად ეჭვიანი ვარ, აი გოგოს რომ არ შეეფერება ისე. იმდენად ეჭვიანი, რომ პარტნიორის წარსულზეც კი ჩაციკლული ვარ და თურამე მხვდება წარსულიდან მის წაშლას და გაქრობას ვთხოვ (ლაიქები და კომენტარები განსაკუთრებით მაღიზიანებს, ჩემს გაცნობამდეც კი). საქმე ისაა, რომ მე ვეძებ და ვეძებ, ვერ ვჩერდები, თითქოს მინდა ყველაფერი გააქროს და მარტო მე ვიყო. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ნდობა აღარ მაქვს, რადგან იყო ისეთი შემთხვევები, როცა სხვას წერდა და ეს მე ვნახე. მანამდეც ეჭვიანი ვიყავი და ალბათ მაგან მიბიძგა თუნდაც ტელეფონის აღებისკენ. ახლა კი სულ ეჭვებში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან კარგი ადამიანია და დამპირდა, რომ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა და შეძლებისდაგვარად ამას ამტკიცებს კიდეც. გულის სიღრმეში ვიცი, რომ სანდო ადამიანია, მაგრამ ჩემი პათოლოგიიდან გამომდინარე სულ ეჭვებში, ჩხუბში და კამათში ვარ. თვითშეფასებაც ძალიან დადაბლებული მაქვს და ჩავიციკლე რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწიე, არადა ჯერ სწავლაც არ დამიმთავრებია (20 წლის ვარ). ძალიან მტანჯავს ეს ყველაფერი, ვერ ვეწინააღმდეგები ამ ეჭვებს და ეჭვიან ბუნებას. სულ ფაქტები და მტკიცებულებები მჭირდება. ჩემ გარშემოც იმდენი ღალატის ფაქტია ეს ყველაფერიც მოქმედებს. აღარ ვიცი რა ვქნა... მიყვარს არადა ძალიან და ძალიან განვიცდი... მგონია, რომ ამ მდგომარეობიდან ვერასდროს გამოვალ, რადგან არც ისაა მარტივი ადამიანი და ყოველთვის ვერ უძლებს ამ ხასიათს და მიდგება ჟინში, რასაც საშინელი ჩხუბისკენ და უფრო უნდობლობისკენ მივყავართ. ემოციების კონტროლი მიჭირს, საშინლად ფიცხი ვარ და ამდროს შემიძლია ყველა და ყველაფერი რაც ხელში მომყვება გადავწვა. ბევჯერ გადამივლია გაბრაზების პიკი და ბევრად კარგად ვყოფილვარ, მაგრამ სულ ახალ-ახალ ლაიქებს ვეჭიდები და თავიდან იწყება ყველაფერი... წარსულს, თორემ ახლა აღარ ხდება.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 20-06-2025

მოგესალმებით მაწუხებს სუიციდური აზრები ამ აზრების სამკურნალოდ ექიმმა დამინიშნა ზოლომაქსი ველაქსორი დიაზეპამი მილიპრამინი ამიტრიპტილინი და ოლანზაპელი ვმკურნალობ სახლის პირობებში იმის გამო რომ ანოტაციაში ზოლომაქქ და ველაქსორს უწერია სუიციდური აზრების გაძლიერება უარი ვთქვი ამ ორი წამლის მიღებაზე რის შესახებაც ვაცნობე ექიმს და მანაც თანხმობა მომცა მაინტერესებს რამდენად აქვს აზრი დანარჩენი წამლების მიღებას და რამდენად ეფექტიანები იქნებიან ისინი თუ ამ ორ წამალს( ზოლომაქსს და ველაქსორს)არ მივიღებ წინასწარ გიხდით მადლობას აქვე მაინტერესებს რაიმე საიტი ან სატელეფონო ცენტრი თუა სადაც მივიღებ ფსიქიატრის კონსულტაციას

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 09-06-2025

მოგესალმებით ვარ 27 წლის ბიჭი და ხშირად მაწუხებს აზრები თვითმკვლელობაზე თან იმდენად ძლიერი რო სხეულში სიმხურვალეს და კანკალს ვგრძნობ ეგ მდგომარეობა მას მერე გამწვავდა რაც ვნახე ვიდეო თუ როგორ ცდილობდა კაცი თავი მოეკლა ვარ ასოციალური არ მყავს მეგობრები ყველაზე ახლო ადამიანი დედაა 9 წლის ვიყავი მამა რო გარდამეცვალა 2 წლის წინ ჩემმა ძმამაც თავი მოიკლა სკოლაშიც განვიცდიდი ბულინგს კლასელების და მასწავლებლებისგან დღემდე მაქ ცხოველების და სიბნელის შიში ასევე იმის რომ კვებისას რაღაც გადამცდება გთხოვთ მირჩიოთ რა შეიძლება მოვიმოქმედო რო სუიციდალური აზრები არ მქონდეს ინტერნეტით ვნახე რო ანტი დეპრესანტებია კარგი ამ დროს მარა მათი გვერდითი ეფექტი ხო პირიქით ეგეთი აზრების მომატებაა და რა ვქნა?

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 07-04-2025

გამარჯობათ,ვარ 34წლის მდედრობითი სქესის.მყავს ბავშვები.მაწუხებს შფოთვები პირველი ბავშვის დაბადებიდან.ფიქრებს ვარ აყოლილი,სულ ცუდი ფიქრები მიტრიალებს თავში.ძირითადად დაავადებებთან და სიკვდილთან დაკავშირებით.თუ ვინმეს რამემ შეაწუხა და ავადობს მაშინ მიმძაფრდება უფრო იმ ადამინზე.მაგალითად შეიძლება სულ უცხო ადამიანზე გამეფიქროს რაიმე ცუდი და შემდეგ ეს იწვევს ჩემში ძლიერ სტრესს.დილით თუ ავდექი და უცბათ ცუდი რამ გამეფიქრა მაშინ იმ დღეს ვცდილობ არაფერი მნიშვნელოვანი გავაკეთო.დამიანს საჩუქარს რომ ვჩუქნი თუ რაღაც ცუდი გამეფიქრა ან სხვაში გადავცვლი ან აღარ წავალ.სარეცხს ვფენ და ვისი ტანსაცმელიც მიჭირავს თუ რამე გამეფიქრა თავიდან ვავლებ.ვერც მუშაობას ვახერხებ და უკან მიდის ყველაფერი.ან კი საიდან მოდის ეს ყველაფერი?სახლიდან გასვლის წინ თუ გამეფიქრა რამე უკან მოვტრიალდები და თავიდან გავდივარ.ვიცი რომ ესე არ შეიძლება მაგრამ ვერ ვერევი ამ ფიქრებს.რას მირჩევთ?მადლობთ.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 25-03-2025

გამარჯობათ. ვარ 35 წლის გოგო. წლებია უკვე ვსვავ ფსიქოტროპულ წამლებს (დამამშვიდებლებს და ანტიდეპრესანტებს) დღესდღეობით: ტრანკსენი 100მგ,სერტრალინი 50მგ ორივე ერთი ტაბლეტი დილით და საგამოს ოლანზაპინს 5მგ რა თქმა უნდა ფსიქიატრის დანისშნულებით, მაგრამ მაინც ვერ ვგრდძნობ თავს კარგად, მაწუხებს კანკალი,(ძირითადად თავის და ხელების) დაძაბულობა,შიშები და მოკლედ შფოთვები,ამის გამო თავი რომ დავიმშვიდო ალკოჰოლს ვსვავ ხოლმე ძალიან ხშირად,დავლევ თუ არა მეხსნება ეს დაძაბულობა და თავს უფრო კარგად ვგრძნობ. მაგრამ ვიცი რომ ეს არაა გამოსავალი, არ ვიცი რა გავაკეთო, დავიგალე სულ ექიმთან სიარულის ხან სხვა წამალს გამომიწერს ხან სხვას მაგრამ ის ერთი პრეპარატი არ აგმოჩნდა რომელიც მიშველის. 2018 წლიდან ვსვავ ტრანკსენს, 2023 წელს ვსვავდი მეტადონს,ფლუოქსეტინს,სულპრიდის და ტრანკსენს და კარგად ვგრძნობდი თითქოს თავს, შემდეგ კი, ტრანკსენის გარდა სამივეს ჩემით დავანებე თავი,(პარალელურად ვსვავდი ბევრ ალკოჰოლს და ასევე მარიხუანას ვეწეოდი, მოწევასაც თავი დავანებე) და ამ ყველაფრის მერე უარესად გავხდი. წლებია ხან რა წამალს ვსვავ და ხან რას მართლა დავიგალე და მირჩიეთ რამე ესეთ პრობლემასთან გასამკლავებლად ანუ როგორც გითხარით კანკალი, დაძაბულობა და შიშები. წინასწარ დიდი მადლობა.

კატეგორია - ფსიქიატრია
თარიღი : 13-11-2024

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები