საღამო მშვიდობის, ჩემი მდგომარეობის შესახებ მოგიყვ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

commerce
07-10-2019

საღამო მშვიდობის, ჩემი მდგომარეობის შესახებ მოგიყვებით უკვე ძალიან მაწუხებს და იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო და როგორ მოვიქცე. ზოგადად ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა ვიცი ბევრს ვფიქრობ და ვნერვიულობ უმნიშვნელო რაღაცებზეც კი, საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ ყველა ჩემ ნათქვამ სიტყვას და საქციელს ვაფასებ როგორ მოვიქეცი, კარგად თუ ცუდად..მას შემდეგ რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გავწყვიტე, დამეწყო პრობლემები გამიჭირდა მასთან დაშორება და ძალიან განვიცადე. აღარ მინდოდა სახლიდან გასვლა, უნივერსიტეტში წასვლა ხალხთან ურთიერთობა. თვითშეფასება ძალიან დამიქვეიტდა მგონია რომ არავის მოვწონვარ არავის ვუყვარვარ და არ ვიმსახურებ მათ სიყვარულს. რაც ძალიან მაწუხებს ესაა ის რომ მიუხედავად ჩემი სახლში ყოფნის სურვილისა ვცდილობ დავძლიო და სულ ვცდილობ აქტიურობას. დავდივარ უნივერსიტეტში თუმცა როცა ხალხმრავლობაში ვარ ცუდად ვგრძნობ თავს არფრის ინტერესი არ მაქვს თითქოს აპათიური ვარ კონცენტრირებას ვერ ვახერხებ ერთ საკითხზე როცა ბევრ ხალხთან ვარ და საუბარს ვიწყებ ვიბნევი სათქმელს ვერ ვაყალიბებ ვწითლდები მეწყება ოფლიანობა საშინელი გულის აჩქარება ნერვიულობა კანკალი, სათქმელი მავიწყდება. ქუჩაში მარტო გასვლისას მაქვს დისკომფორტი მგონიარომ წავიქცევი დაუცველობის გრძნობა მაქვს რაღაცნაირად შენელებული ვარ მოძრაობის დროს სულ რაღაცას ვედები რობოტივით ვმოძრაობ. თითქოს სულ მოთენთილი ვარ უენერგიოდ და თავის ტკივილები მაქვს ყრუდ და თითქოს თვალებში რაღაც მაწვება სიმძიმის შეგრძნებაც მაქვს. ოდნავ ნერვიულობის დროსაც კი ფეხებში ძალა მეცლება გული მიჩქარდება ვოფლიანდები მცხელა. სულ უარყოფითად ვარგანწყობილი დაძაბული რაღაც ცუდის მოლოდინი მაქვს მუდმივად, სულ დაძაბული ვარ, ბოლო დროს მიჭირს საუბრის დროს აზრის დალაგებულად გადმოცემა.ძალიან ემოციური გავხდი და ადვილად ვღიზიანდები. მიუხედავად ამ ყველაფრისა სახლში არ ვზივარ სულ ვცდილობ გავიდე ვსწავლობ უნივერსიტეტში თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს უკვე. ვარ 22 წლის 3 დღეა ვსვამ მოდუსს თუმცა უკეთესობას ვერ ვგრძნობ. იქნებ მითხრათ რა მჭირს და მირჩიოთ როგორ მოვიქცე? შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობას რამე ეშველოს და ვის მივმართო? რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი

პასუხი
- ჰგავს ნერვული აშლილობის სიმპტომებს, არ არის გამორიცხული დეპრესიაც. საჭიროა ფსიქონევროლოგთან ვიზიტი, სავარაუდოდ მცენარეული საშუალებები საკმარისი არ არის. ექიმი დაგინიშნავთ სწორ მკურნალობას. ზეპირად მეტს ვერაფერს გეტყვით. კარგი იქნება გარემოსა და მდგომარეობის შეცვლა, რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე თქვენს ცხოვრებაში. თუმცა კონკრტეულ რჩევებს ასევე ფსიქონევროლოგი მოგცემთ გასინჯვის შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად