, როგორ უნდა მივხვდეთ რომ 4 თვის ბავშვს აქვს დისბა... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
29-09-2019

გამარჯობა, როგორ უნდა მივხვდეთ რომ 4 თვის ბავშვს აქვს დისბაქტერიოზი? როგორ გამოიხატება? რამე ანალიზი კეთდება ამ დროს? და აწუხებს თუ არა ბავშვს ეს მდგომარეობა,აქვს ტკივილი ან დისკომფორტი? უკვე უწევს ფორმულის გარდა სხვადასხვა საკვების დამატება და არის რაიმე რჩევა ასეთ დროს როგორ უნდა იკვებოს 4 თვის ბავშვმა,რითი დავიწყოთ ან არის თუ არა რამე აკრძალული, მადლობა

პასუხი
- დისბაქტერიოზის დროს ბავშვი მოუსვენრობს ნაწლავთა შეტევითი სპაზმის გამო, რომელიც კვებიდან 1,5-2 საათის შემდეგ აღმოცენდება, ერღვევა ძილი. დისბაქტერიოზს პრაქტიკულად ყოველთვის სდევს თან მუცლის შებერვა და ნაწლავებში საკვების გადაადგილების დარღვევა, რაც ბოყინითა და ღებინებით ვლინდება. ზოგ ბავშვს აღენიშნება ხშირი დეფეკაცია, ზოგი ყოველი კვების შემდეგ გადის კუჭში, ზოგს კი, პირიქით, შეკრულობა ეწყება და კუჭის ამოქმედება მხოლოდ ოყნით თუ ხერხდება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ვითარდება მალაბსორბციის სინდრომი (წვრილ ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა) და აღინიშნება წონის კლება. დიაგნოზს განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე >>>https://mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=496
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად