რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ ვარ 31 კვირის ორსული და აღრიცხვაზე ვერ დავდექი პირადული პრობლემების გამო მარტო ეჰოსკოპიებს ვიკეთებდი და ანალიზებს მაინტერესებს ეხლა 35 კვირაზე რა ანალიზები დამჭირდება და კონსულტაციაც რომ გავიარო გინეკოლოგთან აღრიცხვაზეც დავდგე მეტყვის ზუსტად მჭირდება თუ არა საკეისრო კვეთა? და მეორე ხარისხის ვიწრო მენჯი საკეისროს ჩვენებად ითვლება ასევე სიმფიზიტის ძვლის დაშორება 12 ?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა - იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი,ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე
პასუხი: სახელმწიფო პროგრამით ორსულთა აღრიცხვაზე აყვანა ხდება 13 კვირამდე და ორსულს უტარდება პროგრამით გათვალისწინებული კვლევები, ამდენად, 35 კვირაზე - ეს დაგვიანებულია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ გინეკოლოგის კონსულტაცია და სათანადო გამკვლევები: სისხლის და შარდის საერთო ანალიზები, კოაგულოგრამა (სისხლის შემადედებელი სისტემის გამოკვლევა), ექოსკოპია, ასევე ექიმის მიერ შეფასდება საერთო მდგომარეობა და დამატებითი კვლევები, საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ვიწრო მენჯს, ანატომიურად ვიწრო მენჯი არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის პირდაპირ ჩვენებას, განსხვავებით კლინიკურად ვიწრო მენჯისგან, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს უშუალოდ მშობიარობის დროს. მაგრამ საყურადღებოს სიმფიზის ძვლებს შორის მანძილი - 12 მმ, რაც საყურადღებოა და თუ მას ახლავს ტკივილი, შესაძლოა ეს გახდეს საკეისრო კვეთის მიზეზი. ამდენად, თქვენ გესაჭრობათ მეანის კონსულტაცია, რათა შეფასდეს მდგომარეობა და შეირჩეს მართვის ტაქტიკა.