შეყვარებულმა მიმატოვა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-07-2010

- შეყვარებულმა მიმატოვა. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. მე ის ძალიან მიყვარს, მას კი, როგორც ვატყობ, არ ვუყვარვარ. როგორც ჩვენი საერთო ნაცნობებისგან ვიცი, ისიც მარტოა. ანუ ჩვენი დაშორების მიზეზი სხვა გოგო არ ყოფილა. 3 თვე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ერთი დღე არ გავა, მასზე არ ვიფიქრო. უკვე ყველა ბიჭში ეჭვი მეპარება, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ, ნდობა დავკარგე ბიჭების მიმართ. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ვერ ვივიწყებ ჩემს შეყვარებულს, რომელიც ასე ცუდად მომექცა და დამამცირა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

პასუხი
- ძალიან ვწუხვართ თქვენი პრობელემის გამო. ნამდვილად ძნელია საყვარელ ადამიანთან დაშორება. ჩვენ არ ვიცით დაშორების მიზეზი, მაგრამ გვერწმუნეთ, თუ თქვენს შორის სიყვარული არ იყო ჭეშმარიტი და თქვენ ერთად ყოფნა `არ გეწერათ~, მაშინ ჯობს ახლა დაშორება, ვიდრე ოჯახი შეგექმნათ და მერე დაგენგრიათ იგი, მაშინ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგებოდით. თქვენ ყველანაირად უნდა ეცადოთ, არ იფიქროთ მასზე, როგორც კი თავში მასზე ფიქრები გაგიჩნდებათ, იმ წამსვე შეეცადეთ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ნურც სხვებთან ილაპარაკებთ მასზე, გამოაცხადეთ, რომ ეს თემა თქვენთვის დახურულია, ასე უფრო ადვილად დაივიწყებთ მას.
თქვენ სულაც არ ხართ დამცირებული, ცუდად ის მოიქცა და არა თქვენ, მას უნდა აწუხებდეს სინდისი და არა თქვენ. სწორედ მან დაამცირა საკუთარი თავი და შეილახა ღირსება ასეთი უღირსი საქციელით. ჩვენ რომ გვკითხოთ, ის თქვენი სიყვარულის ღირსი არ არის. ასე, რომ თავს მიტოვებულად და დამცირებულად ნუ გრძნობთ, თქვენ საკუთარი თავის და მის წინაშე მართალი ბრძანდებით და შეგიძლიათ თავაწეულმა იაროთ. ის მარტოსული ადამიანია, მას სიყვარული არ შეძლებია.
რაც შეეხება მისადმი გრძნობას, დროთა განმავლობაში გაგინელდებათ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოერიეთ საკუთარ თავს და ნურც იფიქრებთ და ნურც ისაუბრებთ მასზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად