გამარჯობათ,ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ამბავი,ურთიერთობა მქონდა ბოლოს მენსტრუაციის მოსვლამდე 2კვირით ადრე,მენსტრუაციის დამთავრებან 2დღის შემდეგ მქონდა მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენი,მესამე დღეს მივედი ექიმთთან,გადავიღე ეხო და დაინახა კისტური წარმონაქმნი d 24-25მმ,ექიმმა დამინიშნა რიგევიდონი 12დღე,შემდეგ მისვლაზე ვაგინალურმა ეხომ კისტა ვეღარ დაინახა,პოლიპიაო,მე ისევ მქონდა სისხლიანი გამონადენი,დამინიშნა იარინა,10დღის შემდეგ ვაგინალურმა ეხომ საშვილოს გარე ორსულობა ივარაუდა,გავიკეთე ხეგეს ანალიზი,პირველი იყო 127,24,მესამე დღეს 87,კიდევ სამი დღის შემდეგ 130,ძლიერი ტკივილები არმქონია,დისკომფორტის დონეზე მხოლოდ,გამიკეთეს ლაპარასკოპიით ოპერაცია, როგორც მითხრეს მილი გამიწმინდეს,ძალიან მაინტერესებს,გთხოვთ მიპასუხოთ,შეიძლება ეს მდგომარეობა ძალიან მცირე ვადაზე,ჯერ კიდევ მილში,თუნდაც ამ წამლების მიღების შედეგად შეწყვეტილი ჩვეულებრივი(არა გარე)ორსულობა ყოფილიყო?მადლობა წინასწარ ძალიან დიდი
პასუხი
იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე - ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ლალი ფხალაძე
პასუხი: თქვენი მონაცემების მიხედვით ნამდვილად იყო ორსულობა, რომელიც არ განვითარდა, რაზეც მიუთითებს ქორიონული გონადოტროპინის მაჩვენებელი (ხეგე). რიგევიდონი და ოვიდონი, ზოგადად, არ იწვევენ ორსულობის შეწყვეტას. რაც შეეხება ორსულობის ლკალიზაციას, ღრუში თუ მილში - საშვილოსნოს ღრუში ორსულობის დროს, ხშირად, აღინიშნება პოლიპისმაგვარი სტრუქტურა, რაც მცირე ვადის გამო, ექოკსოპიით დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ყველაზე ზუსტად დგინდება ლაპარასკოპიით. მხოლოდ ჩივილებით და კლინიკური ნიშნებით დიაგნოზის დასმა რთულია. საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში გარდაუვალია ოპერაციული მკურნალობა, ასევე როგორც წესი, ამ დროს რთულია მილის შენარჩუნება, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მილის შენარჩუნება ხერხდება, მაგრამ ეს ხდება ძალზე იშვიათად. თქვენი მონაცემები მონაცემების მიხედვით, რთულია ზუსტად იმის თქმა ორსულობა იყო საშვილოსნოს ღრუში თუ მილში.