გავიკეთე დღეს საერთო ბილირუბინი ნორმა 1.2 მე მაქ 1... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
commerce
06-07-2019

გავიკეთე დღეს საერთო ბილირუბინი ნორმა 1.2 მე მაქ 1.45,ღვიძლის ფუნქციებს ზეგ გავაკეთებ,მაისის გასტროსკოპიაზე ეროზიები აღარ მქონდა 12 გოჯაში მაგრამ ისევ შემაწუხა ჩივილებმა და ნაღველთან ტკივილმა ამიტომ ისევ გადამაყლაპა და კვლავ ეროზიები იყო,კი მითხრა რო შესაძლოა ნაღვლის გამო გაჩენილიყო რახან ამოსული იყო ნაღველი,ჰელიკობაქტერიაზეც მიმკურნალა,3 ნევროლოგთან იმიტომ ვიყავი რომ არცერთი თვლოს საჭიროდ არაფერს მხოლოდ ერთმა დამინიშნა ნოვარესტი რომელიც კაი ხანია მოვრჩი,დიეტას პირნათლად ვასრულებ რეჟიმულად,მედიკამენტებსაც ვიღებ უბრალოდ ამდენი ხანია გრძელდება ეს ყველაფერი ოპერაციული ჩარევა ხომ არაა საჭირო?ან ბილირუბინი რატო მაქ მომატებული?ჰეპატიტები ვიცი არ მაქ 1 თვის წინ გავიკეთე ანალიზი,31 წლის 2 შვილის დედა ვარ,მინდა დამთავრდეს ეს ყველაფერი მალე ძველებურად ვიცხოვრო სანერვიულო ისეთი არაფერი მაქ რო ასეთ დღეში მაგდებდეს...ეს ჭამის მერე ცუდად გახდომა არ ვიცი ..ექიმებს არ ვემდური უბრალოდ ოპერაციაზე მაინტერესებს ხდება ესეთ სიტუაციებში გაკეთება თუ

პასუხი
- უნდა დაადგინოთ, რატომ გაქვთ მომატებული ბილირუბინი, ფრაქციებიც გააკეთეთ (პირდაპირი და არაპირდაპირი), ასევე - ღვიძლის ფუნქციებიც. ოპრაცია რომ გაკეთდეს, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რატომ და რისი ოპერაციაა საჭირო. დიახ, ნაღვლის გადმოდინების დარღვევა არის ხოლმე თორმეტგოჯას არეში ეროზიების გაჩენის მიზეზი. თანმიმდევრულად უნდა მოწესრიგდეს სანაღვლე გზების მოტორიკა. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ხანმოკლე კურსი, ხანგრძლივად არის მკურნალობა საჭირო.  ასეთ რეჟიმში ძალიან ძნელია კონკრეტული დასკვნების გაკეთება, გირჩევთ, გამოცდილ გასტროენტეროლოგთან ვიზიტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად